რომელ რეგიონშია ყველაზე მეტი სასტუმრო და როგორია ფასების ტენდენცია 3,4,5-ვარსკვლავიან სასტუმროებში

PMCG-ის ტურიზმის კვარტალურ მიმოხილვის მიხედვით, იანვარ-მარტში, საქართველოში საოჯახო და 5-ვარსკვლავიან სასტუმროებში ფასები 5%-მდე გაიზარდა, კლებაა 3-ვარსკვლავიანი სასტუმროების ფასებში.
2022 წლის I კვარტალთან შედარებით საოჯახო სასტუმროების ფასები საშუალოდ 5%-ით გაიზარდა, 5-ვარსკვლავიანი სასტუმროების კატეგორიაში (საშუალოდ, წინა წლის I კვარტალთან შედარებით) – 3%-ით. თუმცა, კლება შეინიშნება 3-ვარსკვლავიანი სასტუმროების ფასებში (-2%).
კვლევის მიხედვით, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში 3-ვარსკვლავიან სასტუმროში 2-ადგილიანი ნომრის ფასი 183 ლარი იყო, 4-ვარსკვლავიან სასტუმროში – 275 ლარი; 5-ვარსკვლავიან სასტუმროში – 518 ლარი, საოჯახო სასტუმროში – 126.
PMCG-ის მიხედვით, 2024 წლის თებერვლის მონაცემებით, საქართველოში რეგისტრირებულია 3,198 განთავსების საშუალების მიმწოდებელი, რომელთა უმეტესობა მდებარეობს სამეგრელო-ზემო სვანეთში (19%), თბილისსა (17%) და აჭარაში (15%).
სასტუმროების ფასები საქართველოში საგრძნობი სეზონურობით ხასიათდება. ფასის
მნიშვნელოვან სეზონური მატება შეიმჩნევა მაისი-სექტემბრის პერიოდში, ხოლო უფრო მცირე მასშტაბით დეკემბერი-მარტის შუალედში
PMCG წერს, რომ შედეგები მიღებულია საქართველოს 10 რეგიონში და თბილისში 3, 4, 5-ვარსკვლავიანი და საოჯახო ტიპის სასტუმროების სტანდარტული 2-ადგილიანი ნომრების ფასებზე დაკვირვების შედეგად. სასტუმროების შერჩევა მოხდა შემთხვევითი შერჩევის პრინციპით. ანალიზი მოიცავს booking.com-ზე დარეგისტრირებულ, საქართველოს ტერიტორიაზე განთავსებულ 3, 4, 5-ვარსკვლავიანი სასტუმროების 71%-ს (312 ობიექტი) და საოჯახო ტიპის სასტუმროების 25%-ს (456 ობიექტი).

ასევე დაგაინტერესებთ