რომან დოლიძე მორიგ ბრძოლას UFC307-ზე გამართავს

UFC-ის ქართველი მებრძოლი, რომან დოლიძე (13-3), თავის მორიგ შეხვედრას UFC307-ზე გამართავს. მისი მეტოქე საშუალო წონის (84 კგ) ამერიკელი მებრძოლი, კევინ ჰოლანდი (26-11) იქნება. რომანს ამ ბრძოლამდე ამერიკელი გამოცდილი მებრძოლი, ენტონი სმიტი (38-20), მსაჯების გადაწყვეტილებით ჰყავს დამარცხებული. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ რომანი ორ დივიზიონში იბრძვის და წინა გამარჯვება სწორედ ქვემძიმე წონაში (102 კგ) აქვს მოპოვებული.
რომან დოლიძეს ამ კონკრეტული ბრძოლისთვის ვარჯიში უკვე დაწყებული აქვს. ის UFC-ის ყოფილი ჩემპიონის, შონ სტრიკლანდის (29-6) გუნდელია და მასთან ერთად ვარჯიშიც ბუნებრივია ხშირად უწევს. მორიგი ვარჯიშის
ამსახველ ვიდეოს, რომანი თავის სოციალურ ქსელში ავრცელებს და ყოფილ ჩემპიონს დიდ მადლობას უხდის. “როგორც ყოველთვის კარგად და ნაყოფიერად ვივარჯიშეთ. მომზადება თითქმის დასრულებულია, მადლობა სტრიკლანდს, რომ ჩამოვიდა დასახმარებლად”.
რომან დოლიძის ეს ძალზედ მნიშვნელოვანი დაპირისპირება 6 ოქტომბერს გაიმართება.