რომან გოცირიძე უმრავლესობას – საკმარისია ორი კლასის IQ და ელემენტარული სინდის-ნამუსი იმისთვის, ადამიანი მიხვდეს, რას სჩადიხართ დღეს – ყველაფერს კარგად გრძნობთ, მაგრამ იმ ერთი ადამიანის მიერ შექმნილ უზნეო სისტემაში ხართ დატყვევებული!

საკმარისია ორი კლასის IQ და ელემენტარული სინდის-ნამუსი იმისთვის, ადამიანი მიხვდეს, რას სჩადიხართ დღეს! ყველაფერს კარგად გრძნობთ, მაგრამ იმ ერთი ადამიანის მიერ შექმნილ უზნეო სისტემაში ხართ დატყვევებული! – ასე მიმართა “ქართული ოცნების“ დეპუტატებს პარლამენტის ოპოზიციონერმა წევრმა მ.
როგორც პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გოცირიძემ განაცხადა, “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების რეალური მიზანი რუსულია და ეს მიზანია თავისუფალი მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების განადგურება, ავტორიტარული რეჟიმის შექმნა და ძალაუფლების გახანგრძლივებაა.
“ეს მიზანი გააჩნია ბიძინა ივანიშვილს, რომლის მისაღწევად მას უღირსი მარიონეტები ჰყავს დაქირავებული – არ გაქვთ ნებელობა, სხვა გადაწყვეტილება მიიღოთ!“, – განაცხადა გოცირიძემ უმრავლესობის მისამართით.
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტოს განხილვა მიმდინარეობს.

ასევე დაგაინტერესებთ