რომან გოცირიძე – საქართველოს პარლამენტი, ალბათ, ერთადერთია მსოფლიოში, სადაც მმართველი უმრავლესობიდან ყოველ მეორე წევრს პერსონალური ავტომობილი ემსახურება – პერსონალური მანქანების საბჭოთა გადმონაშთი უნდა მოისპოს

საქართველოს პარლამენტი, ალბათ, ერთადერთია მსოფლიოში, სადაც მმართველი უმრავლესობიდან პარლამენტის ყოველ მეორე წევრს პერსონალური ავტომობილი ემსახურება – პერსონალური მანქანების საბჭოთა გადმონაშთი უნდა მოისპოს, – ასე ეხმაურება ახალი ავტომობილების შეძენაზე პარლამენტის გადაწყვეტილებას „ევროოპტიმისტების“ დეპუტატი .
გოცირიძის ინფორმაციით, 83 წევრისგან შემდგარ უმრავლესობას 44 პერსონალური მანქანა ემსახურება. მისივე თქმით, ერთადერთ ოპოზიციურ ფრაქციას, „ნაციონალურ მოძრაობას” 2 ავტომობილი ემსახურება.
„ავტომობილები ცვდება და მათი გამოცვლა რომ საჭიროა, ამაზე არავინ დავობს, მაგრამ ის, რაც საქართველოს პარლამენტში ხდება ყოველგვარ ზნეობრივ თუ ფინანსურ ლოგიკასაა მოკლებული. ეს ხდება მაშინ, როდესაც ნოემბრის თვიდან პარლამენტის რიგითი წევრის ხელფასი ორმაგდება და იგი 8 ათასი ლარი ხდება, ხოლო თანამდებობების მქონე დეპუტატების ხელფასი კიდევ უფრო მეტად იზრდება, რაც ზოგ შემთხვევაში 10 ათას ლარსაც კი აჭარბებს.
პერსონალური მანქანების საბჭოთა გადმონაშთი უნდა მოისპოს. ასეა ყველ სამინისტროში და სახელმწიფო დაწესებულებაში. ეს მით უფრო მიუღებელია ისეთი ქვეყნისათვის, რომლის მოსახლეობის მეოთხედი სიღატაკის გამო ან სახელმწიფო სოციალურ დახმარებას იღებს ან მისი მიღების რიგში დგას“, – აცხადებს რომან გოცირიძე.

ასევე დაგაინტერესებთ