რომან გოცირიძე – ამ ხელისუფლებამ ისეთი დანაშაული ჩაიდინა, დასავლეთთან ურთიერთობას ვერაფრით შემოატრიალებს – „ქართული ოცნების“ პირობებში ქვეყანა განწირულია მრავალწლიანი სიმარტოვისა და იზოლაციისათვის

ამ ხელისუფლებამ ისეთი დანაშაული ჩაიდინა, რომ ის დასავლეთთან ურთიერთობას ვერაფრით შემოატრიალებს – „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში დარჩენის პირობებში ქვეყანა განწირულია მრავალწლიანი სიმარტოვისა და იზოლაციისათვის, – ეს განცხადება მედიასთან პარლამენტის ოპოზიციონერმა დეპუტატმა მ გააკეთა.
გოცირიძის შეფასებით, პროცესი, რომელიც დაიწყო და რაც უკვე სამხედრო დახმარებების შეჩერებაში გადავიდა, უკიდურესად საგანგაშოა და იმას ნიშნავს, რომ გაგრძელდება და სხვა ბევრი დახმარება შეჩერდება. მისივე თქმით, ასევე გაგრძელდება პერსონალური სანქციები, ხოლო ს გაყალბების შემთხვევაში „ივანიშვილი და მისი გარემოცვა ისეთ კატასტროფულ ვითარებაში ჩავარდება, რომ სანქციები სანატრელი გაუხდებათ“.
„დღე არ გავა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან მძაფრი კრიტიკა არ გავიგოთ იმის თაობაზე, რომ საქართველო ევროპასა და ევროატლანტიკურ სივრცეში გაერთიანების კურსს ასცდა. ეს არის ქვეყნის კონსტიტუციისა და ჩვენი მოქალაქეების დასახული გეგმის პირდაპირი ღალატი. თუ პროცესი გაგრძელდა, საქართველოს მთავრობა სრულ საერთაშორისო იზოლაციაში მოექცევა. ეს კი იქნება უმძიმესი შედეგი როგორც ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური კუთხით, ასევე პოლიტიკური და უსაფრთხოების მიმართულებით.
საქართველოს მთავრობამ დანაშაული ჩაიდინა. ეს მხოლოდ აგენტების კანონს არ ეხება – აგენტების კანონი ბოლო წვეთი და ბოლო გამოვლინება იყო. ბოლო ორი წლის განმავლობაში იყო პირდაპირი შტურმი პარტნიორების მიმართ – მათი გლობალური ომის პარტიად გამოცხადება, მეორე ფრონტის გახსნაში მათი მონაწილეობა, აბსურდული განცხადებები იმის თაობაზე, რომ თურმე ჩვენს დასავლელ პარტნიორებს ორჯერ რევოლუციის მოწყობა და ხელისუფლების რევოლუციით ჩამოგდება სურდათ. ამ ქმედებებმა, ასევე ანტიუკრაინულმა და პრორუსულმა ქმედებებმა სავალალო შედეგამდე მიგვიყვანა.
ამ ყოველივეს გამოსწორების ერთადერთი შანსი არის ის, რომ ეს მავნებლური მმართველობა ოთხ თვეში უნდა დასრულდეს.
როცა ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკა დემოკრატიულობის ელემენტარულ სტანდარტებს არ შეესაბამება, მოქმედი ხელისუფლება დასავლეთის მეგობარი ვერ იქნება“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ