რისთვის ემზადება ივანიშვილი და რა ბედი ელის მშრალ ხიდს?- ჟურნალისტური გამოძიება

რას უპირებს ძველმანების ბაზრობას? – მტკვრის მარჯვენა სანაპირო, მშრალი ხიდის მიმდებარე ტერიტორია, 4078 კვადრატული მეტრი მიწა დედაქალაქის შუაგულში, “ქართული ოცნების” დამფუძნებელს ეკუთვნის.
“შაბათის ეთერმა” აღმოაჩინა, რომ მშრალი ხიდის ძველმანების ბაზრობის ტერიტორია იმ გამონაკლისებს შორისაა, რომელიც ივანიშვილმა არც “ქართუ ფონდის” და არც თანაინვესტირების ფონდის სახელზე არ გადააფორმა. ბაზრობას ძველ თბილისში ოლიგარქი ასოციაცია ,,ატუს” სახელზე ინახავს.
თბილისის მერი ამტკიცებს, რომ ძველმანებს ბაზრობაზე ივანიშვილს მშენებლობის უფლება ჯერ არ მოუთხოვია, თუმცა აქ დასაქმებულები “შაბათის ეთერს” უყვებიან, რომ ოლიგარქს მშრალ ხიდზე მშენებლობა ორჯერ ჰქონდა დაგეგმილი, მათ შორის ბოლო პროექტი – რუსული სკოლა იყო.
რისთვის ემზადება ივანიშვილი?
მკვლევარები ეჭვობენ, რომ გადამწყვეტი ს მოახლოებასთან ერთად, ბიძინა ივანიშვილი მთელი იმ უძრავი ქონების ფულად ქცევას ცდილობს, რომელიც 2020 წელს საქველმოქმედო ფონდ “ქართუს” სახელზე გადააფორმა და ხალხს უთხრა, რომ მათ ჩუქნის.
უკვე ცნობილია, რომ ორთაჭალჰესი, ძველი მეცხრე არხის ტერიტორიაზე ცათამბჯენები აშენდება. “ლაგუნა ვერე” – აბრეშუმების ფაბრიკა, აქაც ცათამბჯენებს დგამს, იპოდრომი პარკი, ესეც სამშენებლო მოედნად იქცევა, ბერი გაბრიელ ქუჩა, აქაც ქარხნის ნაცვლად კორპუსები იქნება.
რა ბედი ელის მშრალ ხიდს?
“შაბათის ეთერის” ინფორმაციით შემდეგ სამიზნე უკვე ძველმანების ბაზრობაა. კანონის თანახმად, საქველმოქმედო ფონდისთვის გადაცემულ ქონებას ბიძინა ივანიშვილი უკან ვეღარ დაიბრუნებს, თუმცა მკვლევარების თქმით, მან ფულის ამოღების სხვა სავარაუდო გზა იპოვა – 9 თვის წინ საქველმომქედო ფონდისთის გადაფომბული ქონება, ივანიშივლმა საქართველოს ბანკში ჩადო, ამ ქონების ურუნველყუფით კი 300 მილიონი დოლარი სესხი ცემენტის ბიზნესის განვითრებისთვის გამოტანა.
“შაბათის ეთერმა” შეისწავლა საქართველოს ბანკთან გაფორმებული სესხის ხელშეკრულება და სხვა თანმხლები დოკუმენტებიც. შედეგად, დგინდება, რომ ხელშეკრულების რომელიმე პუნქტის დარღვევის შემთხვევაშიც კი, ბანკი უფლებამოსილია, საკუთარი შეხედულებისამებრ მოახდინოს იპოთეკის საგნის რეალიზაცია.
საგამოძიებო ბიუროში ეჭვი აქვთ, რომ ეს მაქინაციაა, რომელიც ოლიგარქმა ქვეყნიდან წასვლის გეგმაზე გათვალა – მიწებს და შენობებს სხვადასხვა ფორმით იშორებს.
კანონი გვეუბნება, რომ თუ დამალული ანგარიშგებებს მიღმა, ფონდი, ქველმოქმედების ნაცვლად კომერციულ საქმიანობას ეწევა, ლიკვიდაცია უნდა გამოაცხადოს. მკვლევრები ამბობენ, რომ თუ ივანიშვილმა ქონების გადარჩენის საევაკუაციო გეგმის განხორციელება მოასწრო, ამის შემდეგ სასამართლომაც რომ დაადგინოს კანონდარღვევა, ბიძინა ივანიშვილს აქტივები უკვე ფულად ექნება ქცეული.
წყარო: “ტვ პირველი”

ასევე დაგაინტერესებთ