„რიკოთის“ ქარის ელექტროსადგურს შპს „ტაბა“ ააშენებს – ვის ეკუთვნის კომპანია

მთავრობამ შპს „ტაბას“ მიერ წარდგენილი „რიკოთის ქარის ელექტროსადგურის“ მშენებლობის პროექტის კონცეფცია მოიწონა. შესაბამის განკარგულებას ხელს პრემიერ-მინისტრი აწერს.
განკარგულებიდან ირკვევა, რომ მთავრობამ ასევე მოიწონა კომპანიის მიერ განხორციელებული სრული ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევაც.
ამასთანავე, პრემიერმა მოიწონა „ტაბასა“ და „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“ შორის ელექტროსადგურის მშენებლობის განხორციელების შესახებ დასადები ხელშეკრულებაც.
სამშენებლო ფაზის თაობაზე ხელშეკრულების მომზადება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაევალა.
რაც შეეხება კომპანიას, შპს „ტაბა“ სამეწარმეო რეესტრში 2013 წელს არის რეგისტრირებული. კომპანიის წილის 50%-ს ნიდერლანდებში დაარსებული შპს „რიკოთი ენერჯი ბი ვი“ ფლობს, ხოლო დარჩენილ 50%-ს თურქული სს „ანადოლუ კაფკასია ენერჟი იატირიმლარი“.
წყარო: bpn.ge

ასევე დაგაინტერესებთ