რა ხდება რუსეთში? – “და ამ ყველაფერს სულ რამდენიმე ასეული სამხედრო ახორციელებს” – კობერიძე

საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) პროფესორი, გიორგი კობერიძე:
ს ქალაქი ბელგოროდი საბრძოლო მოქმედებების ფონზე. ბელგოროდი უკრაინის საზღვრიდან 30 კილომეტრში მდებარეობს. საბრძოლო მოქმედებები მთელი ოლქის სასაზღვრო პერიმეტრში მიმდინარეობს, თუმცა უკრაინის მხრეს მებრძოლმა ლეგიონის წევრებმა ზოგიერთ მონაკვეთზე სიღრმეში შეღწევა შეძლეს.
ომში მორალი კრიტიკულად მნიშვნელოვანია. ომის ბედი ხშირად ფრონტის ხაზზე კი არ წყდება არამედ ადამიანის გონებაში. ისე არაფერი ამცირებს მორალს, როგორც უეცარი სისუსტისა და მარცხის შეგრძნება, თუმცა მინიმალური იყოს ეს და თუნდაც მხოლოდ რეიდის ხასიათი ჰქონდეს. დღეს უკრაინის მხარეს მებრძოლი თავისუფალი რუსეთის ლეგიონის წევრების მხრიდან ბელგოროდსა და კურსკის ოლქებზე რეიდი სწორედ რუსეთის დემორალიზებისა და უკრაინელთა მდგომარეობის გაუმჯობესების ერთ-ერთი წყაროა. გარდა ამისა რუსეთის მუქარები, რომ რუსეთის ტერიტორია შეუხებელი იყო, ამჯერად უკვე მეოთხედ გადაილახა.

ასევე დაგაინტერესებთ