რატომ არ ახსენებს ივანიშვილი სინგაპურის სასამართლოს გადაწყვეტილებას? – დეტალები

სინგაპურის სააპელაციო სასამართლომ სა და აწ უკვე გაკოტრებული შვეიცარიული ბანკის, „კრედიტ სუისის“ დავაზე ოლიოგარქის სასარგებლოდ განაჩენი გამოიტანა. გადაწყვეტილება ივლისში გამოცხადდა, თუმცა ამის შესახებ არაფერი უთქვამთ ივანიშვილის ქართველ წარმომადგენლებს.
„ნეტგაზეთმა“ გადაწყვეტილებას დღეს, ივანიშვილის უცხოელი ადვოკატების ვებ.გვერდზე მიაკვლია. საქმე ეხება ივანიშვილის კუთვნილი ფულის ბანკირ პიერ ლესკადრონის მიერ მითვისებას. ამის შესახებ ინფორმაცია არც “ქართლ ოცნებასთან” აფილირებულ მედიას გაუვრცელებია.
· სააპელაციო სასამართლოში სარჩელი „კრედიტ სუისმა“ შეიტანა – ისინი არ დაეთანხმნენ ქვედა ანუ პირველი ინსტანციის მოსამართლის მიერ კომპენსაციის გამოთვლის სქემას. სინგაპურის პირველი ინსტანციის სასამართლომ „კრედიტ სუისი“ ივანიშვილთან დავაში გაამტყუნა. მაშინ, 2023 წლის ნოემბერში სასამართლომ დაადგინა, რომ „კრედიტ სუისს“, რომელიც ბანკმა UBS-მა შეისყიდა, ივანიშვილისთვის 742 მილიონი დოლარის [და ამ თანხის დამატებით 5,33%] და დავაში გაწეული ხარჯების, თითქმის 7,3 მილიონი დოლარის გადახდა დაავალა.
რა გადაწყვიტა სააპელაციო სასამართლომ
სააპელაციომ დიდწილად ძალაში დატოვა ქვედა ინსტანციის გადაწყვეტილება კომპენსაციის ოდენობასა (742 მლნ დოლარი) გამოთვლის მეთოდოლოგიაზე, ხოლო ცვლილებები შეეხო სხვა მოსარჩელისთვის განკუთვნილ კომპენსაციას. ივანიშვილის კომპენსაციაში მოაზრებულია არამხოლოდ ის თანხა რაც მან დაკარგა, არამედ ის ფულიც, რასაც ის იდა თუ პატრიკ ლესკადრონი ზემოხსენებულ თაღლითობას არ ჩაიდენდა.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, მის კომპენსაციას უნდა გამოაკლდეს თანხები იმ ჰეჯ-ფონდებში ინვესტიციებიდან, რომლებზეც მან 2008-11 წლებში პირადად გასცა ნებართვა.
· დავა ბიძინა ივანიშვილისა და „კრედიტ სუისს“ [ახლა მას UBS ფლობს] შორის, – რომელსაც მილიარდერმა თავისი აქტივები ანდო, – წლებია მიმდინარეობს სხვადასხვა იურისდიქციაში, კერძოდ, ბერმუდის კუნძულებზე, სინგაპურსა და შვეიცარიაში.

ასევე დაგაინტერესებთ