რას ფიქრობენ დასაქმებულები კორპორაციულ წვეულებებზე? – კვლევა

Love2Shop-ის ახალი კვლევის თანახმად, 10-დან მხოლოდ 1 დასაქმებულ ადამიანს მოსწონს კორპორაციული საშობაო წვეულების გამართვის იდეა, გამოკითხულთა 63%-ს კი ურჩევნიათ, სადღესასწაულო წვეულებებში მონაწილეობა საერთოდ არ მიიღონ – გასულ წელთან შედარებით ზრდა 7%-ია.
კომპანიამ 2024 წლის ივლისში 2 000 დასაქმებული გამოკითხა. კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ დიდ ბრიტანეთში დასაქმებულთა 87%-ს, გასულ წელთან შედარებით 5%-ით მეტს, საშობაოდ ფინანსური ბონუსის მიღება ურჩევნიათ. მათი 16% კი მიიჩნევს, რომ ბონუსი შესაძლოა სასაჩუქრე ბარათი იყოს, რომელზე დარიცხული ბალანსიც £110-ს აღწევს.
HR Magazine-სთან ინტერვიუში საკონსულტაციო კომპანია Lodge Court-ის მმართველი დირექტორი აღნიშნავს, რომ დასაქმებულთა შორის საშობაო წვეულებაზე შემცირებული მოთხოვნა აჩვენებს, რომ სამუშაო ადგილზე ადამიანთა შორის ურთიერთობის დონეც იკლებს. მისი თქმით ჰიბრიდული სამსახურის განვითარებასთან ერთად, კოლეგებს შორის ურთიერთობა მცირდება, რის გამოც ტრადიციული, საოფისე წვეულებები პოპულარული აღარ არის.
“როგორც ჩანს, ადამიანებს ფინანსური სარგებლის მიღება ურჩევნიათ, დღესასწაულების აღნიშვნის ნაცვლად. ეს აჩვენებს, რომ კომპანიებს შესაძლოა თანამშრომლების კმაყოფილების შენარჩუნების სტრატეგიისთვის გადახედვა მოუწიოთ”, – ამბობს იან მური.
Love2Shop-ის კვლევამ აჩვენა, რომ საოფისე წვეულებებზე დასწრების პერსონალური ხარჯი დასაქმებულებს ერთ წელიწადში £4-ით, £37-მდე გაეზარდათ, რაც არ ითვალისწინებს ტანსაცმლის, ტრანსპორტისა და დასარჩენი ადგილების ხარჯებს.
ამასთან, კვლევით დგინდება, რომ დასაქმებულთა ნახევარი მიიჩნევს, რომ მთავარი მიზეზი, რის გამოც კორპორაციულ წვეულებებს არ ესწრებიან, კოლეგებთან კომუნიკაციაა. მათი 36% მიიჩნევს, რომ ნასვამ მდგომარეობაში თანამშრომლებთან ურთიერთობა “შემაწუხებელია”.
წყარო: bm.ge