რამდენი მილიონის შემოსავალი აქვთ “მაგთის”, “სილქნეტსა” და “სელფის”?

2023 წლის განმავლობაში საქართველოს მოსახლეობამ მობილურ კავშირგაბმულობაში 788 მილიონი ლარი გადაიხადა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 91 მილიონი ლარით ანუ 13%-ით მეტია. ამის შესახებ კომუნიკაციების კომისიის ანალიტიკურ პორტალზე გამოქვეყნებული სტატისტიკიდან ხდება ცნობილი.
კომპანიების შემოსავლების ზრდა ქვეყანაში აბონენტების გაზრდილი რიცხვით და მობილური კავშირგაბმულობის მომსახურების საშუალო ფასების ზრდით არის განპირობებული. დეკემბრის მდგომარეობით ქვეყანაში 5,470,196 აქტიური აბონენტია, რაც 2022 წელთან შედარებით 92,000 აბონენტით მეტია.