რამდენი დღე დასჭირდება დაზიანებული მაგისტრალური მილსადენის აღდგენას – GWP განცხადებას ავრცელებს

დაზიანებული მაგისტრალური მილსადენის აღდგენითი სამუშაოები 7 დღე გაგრძელდება -“ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” ინფორმაციით, სოფელ წიწამურის მიმდებარედ მეწყრული მიწის ფენის მოხსნის სამუშაოები 17 ივნისს, ღამის 23:00 საათზე დაიწყო.
“მიმდინარეობს მეწყრული ფერდობის დატერასება, რის შემდეგაც ლოკალურად შეკეთდება ქსელის დაზიანებული მონაკვეთი. ადგილზე 24 საათიან უწყვეტ რეჟიმში მუშაობს 7 ერთეული მძიმე ტექნიკა. ეს არის ამ ეტაპისთვის მაქსიმალური რაოდენობა, რისი განთავსებაც შესაძლებელია სამუშაო ტერიტორიაზე. დასამუშავებელი მიწის არეალის გაფართოებასთან ერთად, ეტაპობრივად დაემატება მძიმე ტექნიკაც” – წერია განცხადებაში.
GWP ინფორმაციით, სამუშაოების დასრულებამდე, თბილისის ზოგიერთ უბანს წყალი კომპანიის ვებგვერდზე გამოქვეყნებული გრაფიკის მიხედვით მიეწოდება.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით კირკიტაძე – სააკაშვილმა თქვა, რომ ქართველების ერთ-ერთი მთავარი ღირსებაა მიმტევებლობა და საშუალების მიცემა ადამიანებისთვის, რომ ემსახურონ თავიანთ ქვეყანას, ამ პრინციპით არის შედგენილი სია

Edison Research – დღეს რომ არჩევნები ტარდებოდეს, გამოკითხულთა 32% ხმას „ქართულ ოცნებას“ მისცემდა, 20% -„ერთიანობა- ნაციონალურ მოძრაობას“, 11,9%-11,9% – კოალიციას „ცვლილებებისთვის“ და გახარიას პარტიას, 9,9% – „ძლიერ საქართველოს“