პუტინმა ხელი მოაწერა კანონს “ფეიკებისთვის” ქონების კონფისკაციის შესახებ

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი 14 თებერვალს მოაწერა კანონს, რომელიც მთელი რიგი მუხლებით, მათ შორის ს არმიის შესახებ „ფეიკების“ გავრცელებისთვის, მსჯავრდადებულებისგან ქონების კონფისკაციას ითვალისწინებს.

კანონპროექტი, რომელიც სახელმწიფო სათათბიროს 22 იანვარს წარედგინა, პარლამენტარებმა 31 იანვარს ერთხმად მიიღეს. 7 თებერვალს დოკუმენტი ფედერაციის საბჭომ დაამტკიცა.
სახელმწიფო სათათბიროს თავმჯდომარის ვიაჩესლავ ვოლოდინის თქმით, გადაწყვეტილება “შესაძლებელს გახდის დაისაჯოს ისინი, ვინც საქმიანობას ახორციელებს თავიანთი ქვეყნის წინააღმდეგ. [შეძლებს] ამ ნაძირალებს ჩამოართვას საპატიო წოდებები, ასევე ჩამოართვას ქონება, ფული და სხვა ფასეულობები.”
მსგავსი განცხადება გააკეთა რუსეთის ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის დეპუტატმა ანდრეი ლუგოვოიმ. „ნებისმიერი, ვინც შეეცდება, ზარალი მიაყენოს სამშობლოს, ყველაფერს დაკარგავს და ძაღლივით მოკვდება იქ, ჩვენი ქვეყნის გარეთ“, – ახსნა მან კანონპროექტის აზრი.
რუსეთის სასამართლოები “ფეიკებად” მიიჩნევენ ში ომის შესახებ ცნობებს, რომლებიც არ ემთხვევა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ვერსიას.

OVD-Info-ს დაანგარიშებით, რუსეთში ომის საწინააღმდეგო პოზიციისთვის საქმეები აღძრეს მინიმუმ 830 პირის მიმართ, მათ შორის მინიმუმ 250 – რუსეთის არმიის შესახებ “ფეიკების” მუხლით.