პუტინი ჩრდილოეთ კორეასა და ვიეტნამში ვიზიტს გეგმავს

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი, ჩრდილოეთ კორეას მიმდინარე კვირაში, ორდღიანი ვიზიტით, სამშაბათს ეწვევა. ინფორმაცია ვლადიმირ პუტინის იშვიათი საგარეო ვიზიტის შესახებ კრემლმა გაავრცელა.
ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა, გასული წლის სექტემბერში, ს შორეულ აღმოსავლეთში ოფიციალური ვიზიტის დროს, პუტინი ჩრდილოეთ კორეაში მიიწვია. პუტინი ბოლოს ფხენიანში 2000 წლის ივლისში ჩავიდა.
“18-19 ივნისს, ვლადიმირ პუტინი, კორეის სახალხო დემოკრატიულ რესპუბლიკას მეგობრული სახელმწიფო ვიზიტით, კორეის სახელმწიფო საქმეთა თავმჯდომარის, კიმ ჩენ ინის მიწვევით ეწვევა“, – აცხადებენ კრემლში.
კრემლის განცხადებით, პუტინი ვიეტნამშიც ჩავა. ვიზიტი 19-20 ივნისსაა დაგეგმილი. ორივე ვიზიტი მოსალოდნელი იყო, თუმცა თარიღები აქამდე არ იყო ცნობილი.
რუსეთი ყველანაირად ცდილობდა გაესაჯაროებინა ჩრდილოეთ კორეასთან მისი ურთიერთობების გაძლიერება, ში ომის დაწყების შემდეგ. ეს ნაბიჯი აშფოთებს შეერთებულ შტატებსა და მის მოკავშირეებს, ევროპასა და აზიაში.
ვაშინგტონი ამბობს, რომ ჩრდილოეთ კორეა რუსეთს იარაღს აწვდის, უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე სრულმასშტაბიან ომში დასახმარებლად, თუმცა ფხენიანმა ეს არაერთხელ უარყო.

ასევე დაგაინტერესებთ

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი – ისრაელი-ჰეზბოლას კონფლიქტზე – მხარეებმა სრულმასშტაბიანი ომის ზღვრიდან უკან უნდა დაიხიონ, წინააღმდეგ შემთხვევაში გაჩნდება უფრო ფართო ომის პერსპექტივა, რომელსაც ვერავინ გააკონტროლებს