პუტინის მრჩეველმა აგვისტოს ომის დაწყებაში სააკაშვილის ხელისუფლება და აშშ დაადანაშაულა

მოსკოვი აგვისტოს ომის მე-16 წლისთავს მორიგი განცხადებით ეხმაურება. რუსულ სამთავრობო გამოცემასთან საუბრისას, ვლადიმირ პუტინის მრჩეველმა და საზღვაო კოლეგიის თავმჯდომარის თანაშემწემ, ნიკოლაი პატრუშევმა 2008 წლის აგვისტოს ომის დაწყებაში სააკაშვილის ხელისუფლება და ამერიკის შეერთებული შტატები დაადანაშაულა.
„ტყუილი და პროვოკაცია ვაშინგტონისა და სხვა დასავლური ქვეყნების პოლიტიკის ჩვეულებრივი თანამგზავრია. სწორედ ამერიკელებმა მოაწყვეს სააკაშვილის სამხედრო ავანტიურა 2008 წლის აგვისტოში, თუმცა ირწმუნებოდნენ, რომ ამასთან არანაირი კავშირი არ ჰქონდათ. -ის პირდაპირმა ჩარევამ საქართველოს საქმეებში გამოიწვია მისი შემადგენლობიდან სა და ე.წ „სამხრეთ ოსეთის“ გამოყოფა. ვფიქრობ, ქართველმა ხალხმა იცის, რომ ამერიკელების ქმედებებისთვის თავისი ტანჯვით იხდის“, – განაცხადა ნიკოლაი პატრუშევმა.
15 აგვისტოს, გაეროს უშიშროების საბჭოს დახურული სხდომის დასრულების შემდეგ, მალტის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ, ფრანჩესკა გატიმ საფრანგეთის, იაპონიის, სლოვენიის, მალტის, გაერთიანებული სამეფოს, აშშ-ს, ასევე მომავალი წევრების – საბერძნეთისა და დანიის სახელით განცხადება გააკეთა. მან ს ფედერაციას, 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების, საქართველოს ტერიტორიიდან ჯარების გაყვანისა და საქართველოს რეგიონების – აფხაზეთისა და ცხინვალის ე.წ. „დამოუკიდებლობის“ აღიარების გაწვევისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.
ფრანჩესკა გატის განცხადებას გაეროს ტრიბუნიდანვე უპასუხა რუსმა დიპლომატმა, დმიტრი პოლიანსკიმ. მან აგვისტოს ომის პროვოცირებაში თბილისი დაადანაშაულა და „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს განცხადების ციტატა მოიყვანა. დმიტრი პოლიანსკიმ საქართველოს მმართველი პარტიის 13 აგვისტოს განცხადების ის ამონარიდი წაიკითხა, სადაც ხელისუფლება 2008 წლის მოვლენებში სა და „ნაციონალური მოძრაობის“ „დანაშაულებრივ ქმედებებზე“ საუბრობს.
წყარო: euronewsgeorgia