პუტინის აგენტების მსგავსი კანონი საქართველოს აშორებს დასავლურ გზას — კონგრესმენების მორიგი განცხადება

ამერიკის შეერთებული შტატების დემოკრატი კონგრესმენი ჯერი კონოლი და რესპუბლიკელი კონგრესმენი ოსტინ სკოტი ხელისუფლებას მოუწოდებენ, გაითვალისწინოს მოქალაქეთა მოწოდებები, უარი თქვას მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების შემზღუდავ კანონპროექტზე, რომელიც ჰგავს „პუტინის უცხოეთის აგენტების შესახებ კანონს“.
კონგრესმენების განცხადებაში ნათქვამია:
„2012 წელს ძალაუფლების მესამე ვადით აღების შემდეგ, ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა
„უცხოეთის აგენტების კანონს“, რომელიც ორგანიზაციებისგან, რომლებიც ეწევიან პოლიტიკურ საქმიანობას და იღებენ უცხოურ დაფინანსებას, ითხოვს, დარეგისტრირდნენ უცხოურ აგენტებად. პუტინმა „უცხოეთის აგენტების კანონი“ გამოიყენა სიტყვის თავისუფლების მკვეთრად შესაზღუდად, ს სამოქალაქო გასაქრობად და თავისი, როგორც დიქტატორის, სასტიკი მმართველობის კიდევ უფრო გასამყარებლად. საქართველოს რესპუბლიკისთვის, რომელიც შეერთებული შტატების დემოკრატიული პარტნიორია და რომელმაც მიიღო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, წარმოუდგენლად შემაშფოთებელია ისეთი კანონმდებლობის შემოღება, რომელიც პუტინის იგივე ანტიდემოკრატიულ ინსტრუმენტს ემსგავსება. ჩვენ ვაგრძელებთ ქართველი ხალხის მხარდაჭერას ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე და მოვუწოდებთ ლიდერებს, გაითვალისწინონ მოქალაქეთა მოწოდებები შეუზღუდავი სამოქალაქო საზოგადოების, დამოუკიდებელი სასამართლოსა და მთავრობის შესახებ, რომელიც პატივს სცემს კანონის უზენაესობას და პასუხს აგებინებს მათ, ვინც კორუფციაშია ჩართული. სამწუხაროდ, ს კანონის მსგავსი „უცხოური აგენტების შესახებ კანონი“ აშორებს საქართველოს ამ გზიდან.“
საზოგადოებისთვის „რუსული კანონის“ სახელით ცნობილი დოკუმენტი საქართველოს პარლამენტმა 83 ხმით, პირველი მოსმენით, უკვე მიიღო 17 აპრილს. იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე 29 აპრილს მეორე მოსმენით მიღების შემდეგ, სესიაზე უნდა გაიმართოს მეორე მოსმენით კენჭისყრა, ამის შემდეგ პროცედურით გათვალისწინებულია იურიდიულ კომიტეტზე მესამე მოსმენით კენჭისყრა, შემდეგ კი კვლავ სესიაზე — მესამე მოსმენით. აღნიშნულის შემდეგ კანონის ძალაში შესასვლელად საჭიროა პრეზიდენტის ხელმოწერა, რომელმაც თქვა რომ კანონს ვეტოს დაადებს. ამის შემდეგ, დიდი ალბათობით, „ოცნების“ უმრავლესობა ვეტოს დაძლევას შეეცდება, რის შემდეგაც ის საბოლოოდ შევა ძალაში.
რამდენიმე კვირაა, მოქალაქეები პარლამენტის შენობასთან რუსული კანონის გასაპროტესტებლად იკრიბებიან და მრავალათასიან აქციებსა და მსვლელობებს აწყობენ. საქართველოში მიმდინარე საპროტესტო ტალღას უერთდებიან ქართველი ემიგრანტები სხვადასხვა ქვეყანაში.
დასავლელი პარტნიორები საქართველოს ხელისუფლებას აფრთხილებენ, რომ კანონის მიღება ხელს შეუშლის საქართველოს ინტეგრაციას ევროკავშირში.
მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების შემზღუდავი რუსული კანონპროექტი გრანტის მიმღებ ორგანიზაციებს „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის“, ხოლო ფონდებს, მათ შორის, -ის, ევროკავშირისა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომლებიც გრანტებს გასცემენ საქართველოში, „უცხოური ძალის“ სტატუსებს ანიჭებს.
მსგავსი კანონის რუსეთში მიღების შემდეგ ქვეყანაში ფაქტობრივად გაქრა დამოუკიდებელი მედია და სამოქალაქო სექტორი. ამ რეგულაციას აქტიურად იყენებენ კერძო პირების დასასჯელადაც, რის გამოც ათასობით ადამიანი ემიგრაციაში წავიდა.

ასევე დაგაინტერესებთ