პრემიერ-მინისტრის ყოველწლიური მოხსენება, რომელიც პარლამენტს წერილობითი ფორმით უკვე წარედგინა, 171 გვერდისგან შედგება

პრემიერ-მინისტრის ყოველწლიური მოხსენება, რომელიც პარლამენტს წერილობითი ფორმით უკვე წარედგინა, 171 გვერდისგან შედგება.
ირაკლი კობახიძის ხელმოწერილ დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ საქართველოს მთავრობა ურყევად ახორციელებს ქვეყნის დემოკრატიული, მდგრადი და მშვიდობიანი განვითარების დღის წესრიგს და ატარებს მნიშვნელოვან რეფორმებს სამთავრობო პროგრამით განსაზღვრული მიზნების ეფექტიანად რეალიზებისთვის.
პრემიერის ანგარიშის თანახმად, ქვეყნის ინსტიტუციური გაძლიერება უწყვეტად გრძელდება სამთავრობო პროგრამით განსაზღვრული ოთხი პრიორიტეტული მიმართულებით, რაც უზრუნველყოფს ქვეყანაში ეკონომიკურ სტაბილურობასა და უსაფრთხოების გაძლიერებას, სოციალური პოლიტიკის განვითარებას, კარგი მმართველობის, მართლმსაჯულებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის გაუმჯობესებას.
“2023 წელს საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი სახელმწიფოს სტატუსი მიენიჭა. აღნიშნულმა ისტორიულმა გადაწყვეტილებამ სრულიად ახალ საფეხურზე აიყვანა ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი, რაშიც დიდი როლი ითამაშა ევროკომისიის მიერ განსაზღვრული 12 პრიორიტეტის ფარგლებში კონკრეტული რეფორმების გასატარებლად საქართველოს მიერ გაწეულმა ძალისხმევამ.
საქართველოს მთავრობა აქტიურად აგრძელებდა მუშაობას ქვეყნის სუვერენიტეტის განმტკიცებისა და ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველყოფის, დეოკუპაციისა და რუსეთ- საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების მიზნით.
საანგარიშო პერიოდში აქტიურად გაგრძელდა ყველა დიპლომატიური თუ სამართლებრივი ინსტრუმენტების გამოყენება საერთაშორისო მხარდაჭერის უზრუნველყოფისა და საერთაშორისო დღის წესრიგში ს მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციისა და რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების აუცილებლობის საკითხების აქტიურად დაყენებისთვის.
ქართული მხარე აგრძელებდა ძალისხმევას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების მიმართულებით. მიმდინარეობდა ინტენსიური მუშაობა არაღიარების პოლიტიკის განმტკიცების, რისკების ნიველირებისა და საზღვარგარეთ საოკუპაციო რეჟიმების უკანონო კონტაქტების აღკვეთის მიმართულებით“, – ნათქვამია პრემიერი მინისტრის ყოველწლიურ მოხსენებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

უკრაინული ქვედანაყოფის მეთაური – ვოლჩანსკის აგრეგატის ქარხნის გათავისუფლება ავიწროებს ოკუპანტების კონტროლის ზონას და უკრაინელებს მთელი ქალაქის საბოლოო გათავისუფლების საშუალებას აძლევს