პრემიერ-მინისტრის განცხადებით, პარალიმპიადის მონაწილეებს უმაღლეს სახელმწიფო ჯილდოებზე წარადგენენ

პარალიმპიადის მონაწილეებს უმაღლეს სახელმწიფო ჯილდოებზე წარადგენენ. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი მ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
კერძოდ, პრემიერი განმარტავს, რომ შესაბამის უმაღლეს სახელმწიფო ჯილდოებზე წარდგენილები იქნებიან ოლიმპიელები, ჩემპიონები, პრიზიორები და ასევე მწვრთნელები.
„აქ მიდგომა არის ზუსტად ისეთივე, როგორც ოლიმპიელების შემთხვევაში. ისინი წარდგენილები იქნებიან შესაბამის სახელმწიფო ჯილდოებზე ზუსტად იმ პრინციპით, როგორც წარვადგინეთ ოლიმპიელები, ჩემპიონები, პრიზიორები და ასევე მწვრთნელები იქნებიან წარდგენილები შესაბამის უმაღლეს სახელმწიფო ჯილდოებზე“, – აღნიშნა პრემიერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ სააკაშვილი – მე ველი ყველანაირ რეპრესიებს, მათ შორის პირადად ჩემს მიმართ – 26 ოქტომბრამდე დაახლოებით ორი კვირით ადრე რეჟიმი აუცილებლად გამოყრის სხვადასხვა ჩანაწერს ოპოზიციის დისკრედიტაციის მიზნით