პრემიერი „სამარცხვინო ტყუილს“ უწოდებს ინფორმაციას, რომ „ქართული ოცნება“ საჯარო მოსამსახურეებს პარტიულ ღონისძიებებში მონაწილეობას აიძულებს

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, „სამარცხვინო ტყუილია“, თითქოს „ქართული ოცნება“ საჯარო მოსამსახურეებს პარტიულ ღონისძიებებში მონაწილეობას აიძულებს.
როგორც მ ჟურნალისტებთან განმარტა, არავის სჭირდება საჯარო მოსამსახურეების მობილიზება იმიტომ, რომ რეგიონებში მათი რაოდენობა დაახლოებით 10-ჯერ ნაკლებია იმაზე, ვიდრე ხალხი აქციებზე მიდის.
„გურიაში რამდენი საჯარო მოსამსახურეა? გეტყვით, რომ იმაზე 10-ჯერ ნაკლები, ვიდრე ღონისძიებაზე იყო მისული. ყველა საჯარო მოხელე რომ მიგვეყვანა, მაინც 10-ჯერ მეტი გვეყოლებოდა მისაყვანი ადამიანი. ეს არის სამარცხვინო ტყუილები, რასაც თქვენ ავრცელებთ. ჩვენ არავინ მიგვყავს. თუ საჯარო მოსამსახურე იმავდროულად არის ჩვენი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი, ამ შემთხვევაში, ისიც აქციაზე მიდის. ეს აბსოლუტურად ჩვეულებრივი მოვლენაა. რაც შეეხება ტრანსპორტით დახმარებას, ეს აბსოლუტურად ჩვეულებრივი მოვლენა არის. არაფერზე გაქვთ არგუმენტი და ტყუილებს ამბობთ, რაც ძალიან ცუდია. არავის სჭირდება საჯარო მოსამსახურეების იქ მობილიზება იმიტომ, რომ საჯარო მოსამსახურეების რაოდენობა რეგიონებში დაახლოებით 10-ჯერ ნაკლებია იმაზე, ვიდრე ხალხი აქციებზე მიდის. ხომ ხედავთ რამხელა ტყუილს ამბობთ“, – განაცხადა კობახიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

უკრაინული ქვედანაყოფის მეთაური – ვოლჩანსკის აგრეგატის ქარხნის გათავისუფლება ავიწროებს ოკუპანტების კონტროლის ზონას და უკრაინელებს მთელი ქალაქის საბოლოო გათავისუფლების საშუალებას აძლევს