პრემიერი – რატომ შეიძლება აკრიტიკებდნენ ევროკავშირისა და აშშ-ს მაღალი რანგის წარმომადგენელები კანონპროექტს, რომელიც მხოლოდ ოჯახური ფასეულობებისა და არასრულწლოვანთა ინტერესების დაცვას ეძღვნება, ჩვენთვის გაუგებარია

რატომ შეიძლება აკრიტიკებდნენ ევროკავშირის და -ს მაღალი რანგის წარმომადგენელები იმ კანონპროექტს, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ოჯახური ფასეულობების და არასრულწლოვანთა ინტერესების დაცვას ეძღვნება, ეს ჩვენთვის გაუგებარია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი მ განაცხადა.
მისივე თქმით, კანონპროექტში არ არის საუბარი ადამიანის უფლებების შეზღუდვაზე, ერთადერთი, რაც იზღუდება ეს არის უხეში პროპაგანდის გამოყენება, რომელსაც აქვს „ძალიან უცნაური მიზნები“.
„ჩემთვის პირადად შემაშფოთებელია, როგორც სტანოს და ასევე, ო’ბრაიენის კრიტიკა ამ კანონთან დაკავშირებით. არ შეიძლება ქართული საზოგადოების აღქმაში ევროკავშირი და აშშ ასოცირდებოდეს რაიმე ფორმით ლგბტ პროპაგანდასთან და ისეთ იდეოლოგიურ მიმდინარეობებთან, რომელთა მიზანი საზოგადოებისთვის არ არის დადებითი, აქ საუბარია ფსევდოლიბერალურ იდეოლოგიაზე, რასაც უპირისპირდება კანონპროექტი, რომელიც არის მიღების პროცესში საქართველოს პარლამენტში. როდესაც ყოველგვარი არგუმენტის გარეშე ჩვენ გვესმის კრიტიკა, რა თქმა უნდა, ეს არის ჩვენი შეშფოთების საგანი. რატომ შეიძლება აკრიტიკებდეს ევროკავშირის მაღალი რანგის წარმომადგენელი და აშშ-ს მაღალი რანგის წარმომადგენელი იმ კანონპროექტს, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ოჯახური ფასეულობების და არასრულწლოვანთა ინტერესების დაცვას ეძღვნება, ეს არის ჩვენთვის გაუგებარი. აქ არ არის საუბარი ადამიანის უფლებების შეზღუდვაზე, ერთადერთი რაც იზღუდება, ეს არის უხეში პროპაგანდის გამოყენება, რომელსაც ძალიან უცნაური მიზნები აქვს. რა თქმა უნდა, ეს კრიტიკა არის ჩვენთვის უკიდურესად შემაშფოთებელი და იმედი გვაქვს, რომ მომავალში ამერიკელი და ევროპელი პოლიტიკოსებისგან ასეთ განცხადებებს აღარ მოვისმენთ“, – განაცხადა კობახიძემ.
კობახიძის შეფასებით, დასავლელი მაღალი რანგის პოლიტიკოსების მხრიდან ისმის უსამართლო განცხადებები, რომელიც „წინასაარჩევნო პერიოდში კეთდება, რაც ქმნის აღქმას, რომ ვიღაცას გარედან სურს გარკვეული გავლენა მოახდინოს საარჩევნო პროცესებზე“.
„თქვენ ძალიან კარგად იცით, რომ ეს განცხადებები არის ძალიან უსამართლო და უსაფუძვლო. სამწუხარო არის ის, რომ ასეთი განცხადებები წინასაარჩევნო პერიოდში კეთდება, რაც ქმნის აღქმას, რომ ვიღაცას გარედან სურს გარკვეული გავლენა მოახდინოს საარჩევნო პროცესებზე. თუმცა თამამად შემიძლია გითხრათ, რომ ასეთი განცხადებები საარჩევნო შედეგებზე გავლენას ვერ მოახდენს. ქართულ საზოგადოებას ძალიან კარგად აქვს ჩამოყალიბებული საკუთარი მოსაზრებები იმასთან დაკავშირებით, თუ რა ხდება ჩვენს ქვეყანაში, ასევე, რა ხდება ჩვენი ქვეყნის გარშემო. ამ ყველაფრის გათვალისწინებით საკუთარ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს მიიღებს. ჩვენთვის ყველაზე სამწუხარო არის ის, რომ ასეთი უსამართლო განცხადებები ისმის მაღალი რანგის პოლიტიკოსების მხრიდან“, – აღნიშნა კობახიძემ.
ამასთან, კობახიძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს ვერცერთი სანქცია ვერ აიძულებს გადადგას ისეთი ნაბიჯი, რომელიც საქართველოს ძირეულ ეროვნულ ინტერესებს დაუპირისპირდება.
„რაც შეეხება სანქციებს, ჩვენ არ ვსაუბრობთ აშშ-ზე, ჩვენ ვსაუბრობთ გლობალურ ომის პარტიაზე. ყველამ იცის, რომ არის დე-ფაქტო სანქციის ქვეშ, მას აქვს გაყინული 2 მილიარდი დოლარი ევროპაში და ეს სხვა არაფერია, თუ არა დე-ფაქტო სანქცია, რომელიც ამოქმედებულია ბიძინა ივანიშვილის მიმართ. თუმცა, რა თქმა უნდა, ვერც ასეთი სანქციები და ვერც ისეთი სანქციები ვერ აიძულებს ბიძინა ივანიშვილს გადადგას ისეთი ნაბიჯი, რომელიც დაუპირისპირდება საქართველოს ძირეულ ეროვნულ ინტერესებს. აქ სასწორზე დგას მთავარი – მშვიდობა ჩვენი ქვეყნისთვის. ბიძინა ივანიშვილი არცერთ შემთხვევაში არავითარი სანქციების და შანტაჟის ფონზე არ გადადგამს ისეთ ნაბიჯს, რომელიც ქვეყანაში გამოიწვევს მეორე ფრონტს, ომს და ისეთი სცენარის განვითარებას, რომელიც სამწუხაროდ, განვითარდა ჩვენს მეგობარ ქვეყანაში, ში“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
რაც შეეხება ჟურნალისტის კითხვას, ო’ბრაიანის განცხადებაზე, რომ „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის მიმართ საფრთხეებზე ინფორმაცია არ აქვს, კობახიძე აღნიშნავს, რომ „ყველამ იცის, რომ საფრთხეები არსებობს“. „მე არ ვიცი რატომ უნდა იღებდეს პასუხისმგებლობას რაღაც საფრთხეებზე აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი, ჩემთვის გაუგებარია ეს კითხვა-პასუხი. ყველამ იცის, რომ საფრთხეები არსებობს, აშშ-ს ხელისუფლებას გაუჭირდა პასუხისმგებლობის აღება საკუთარი საპრეზიდენტო კანდიდატის მიმართ საფრთხეებზე და ჩვენი პოლიტიკოსების მიმართ საფრთხეებზე, როგორ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა? – ეს კითხვა-პასუხი, აბსოლუტურად, გაუგებარია. თუ ინფორმაციის მოძიება უნდოდათ პირველ რიგში, საკუთარ საპრეზიდენტო კანდიდატზე და მის მიმართ არსებულ საფრთხეებზე უნდა მოეძიებინათ ინფორმაცია. ასეთ პირობებში, რა თქმა უნდა, მათ ვერ ექნებათ იმის ამბიცია, რომ ჩვენი პოლიტიკოსები დაიცვან, ასეთი ტიპის საფრთხეებისგან“, – განაცხადა კობახიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ