პრემიერი – კეზერაშვილი სარგებლობს თავისუფალი მიმოსვლით ევროკავშირის მასშტაბით, ეს არის შემაშფოთებელი – გვჭირდება პრინციპული მიდგომა პარტნიორების მხრიდან, თუმცა ასეთი მიდგომა არ ვლინდება

კეზერაშვილი სარგებლობს თავისუფალი მიმოსვლით ევროკავშირის მასშტაბით, ეს არის შემაშფოთებელი. ეს არის ისეთი ფაქტი, რაც სერიოზულ კითხვის ნიშნებს აჩენს – ჩვენ გვჭირდება პრინციპული მიდგომა ჩვენი პარტნიორების მხრიდან, თუმცა ამ შემთხვევაში ვხედავთ, რომ ასეთი პრინციპული მიდგომა არ ვლინდება, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი მ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, ყოფილი თავდაცვის მინისტრი, დავით კეზერაშვილი „საქართველოში პოლიტიკურ პარტიებს, მედიას, ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციებს აფინანსებს“.
„ზოგადად ყველამ იცის, რა საქმიანობით არის კეზერაშვილი დაკავებული. ასევე, მას აქვს აღიარებული, რომ საქართველოში პოლიტიკურ პარტიებს, მედიას, ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციებს აფინანსებს. ის საქართველოში პირდაპირ აფინანსებს პოლარიზაციას და რადიკალიზმს. ეს ყველამ იცის! ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ კეზერაშვილი სარგებლობს თავისუფალი მიმოსვლით ევროკავშირის მასშტაბით, ეს არის შემაშფოთებელი. ეს არის ისეთი ფაქტი, რაც სერიოზულ კითხვის ნიშნებს აჩენს. ჩვენ გვჭირდება პრინციპული მიდგომა ჩვენი პარტნიორების მხრიდან, თუმცა ამ შემთხვევაში ვხედავთ, რომ ასეთი პრინციპული მიდგომა არ ვლინდება“, – განაცხადა კობახიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ