პრემიერი – თავდასხმის რისკის ქვეშ არიან ოპოზიციის ლიდერებიც, რაც საარჩევნო პროცესისა და ხელისუფლების დისკრედიტაციისთვის შეიძლება იქნას გამოყენებული – ამგვარი მცდელობა მთელი სიმკაცრით დაისჯება!

პარტიის საპატიო თავმჯდომარის გარდა, თავდასხმის რისკის ქვეშ არიან რადიკალური ოპოზიციის ლიდერები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი მ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც პრემიერმა განმარტა, თავდასხმის რისკის ქვეშ არიან განსაკუთრებით ის ლიდერები, რომლებზე თავდასხმაც საარჩევნო პროცესისა და ხელისუფლების დისკრედიტაციისთვის ყველაზე ეფექტიანად შეიძლება იქნას გამოყენებული.
„უნდა აღინიშნოს, რომ პარტიის საპატიო თავმჯდომარის გარდა, თავდასხმის რისკის ქვეშ არიან რადიკალური ოპოზიციის ლიდერები, განსაკუთრებით ის პოლიტიკოსები, რომლებზე თავდასხმაც კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობისა” და მისი მფარველების მხრიდან საარჩევნო პროცესისა და ხელისუფლების დისკრედიტაციისთვის ყველაზე ეფექტიანად შეიძლება იქნას გამოყენებული. ვაფრთხილებთ ყველას, რომ ნებისმიერი ამგვარი მცდელობა კანონის მთელი სიმკაცრით დაისჯება. ასევე, გვაქვს ინფორმაცია, რომ რადიკალურ ოპოზიციაში აქტიურად მსჯელობენ იმგვარი სცენარის ხელოვნურ განვითარებაზე, რომელსაც საზოგადოების მღელვარება შეიძლება მოჰყვეს. იგულისხმება იმგვარი მოვლენები, როგორიც ხორავას ქუჩაზე მომხდარ დანაშაულს მოჰყვა, აგრეთვე რეზონანსული კრიმინალური აქტის ინსცენირება და ა.შ. ამ შემთხვევაშიც ყველას მკაცრად ვაფრთხილებთ, რომ საქართველოში არეულობის ხელოვნურად შემოტანის ნებისმიერი მცდელობა უმკაცრესად დაისჯება“, – განაცხადა კობახიძემ.
კითხვაზე, საიდან აქვს მმართველ ძალას ამგვარი ინფორმაცია, რომ ოპოზიციონერი ლიდერები თავდასხმის რისკის ქვეშ არიან, კობახიძემ აღნიშნა, რომ როდესაც “ოპოზიცია დასუსტებულია, ინფორმაცია გარეთ საცერივით გამოდის”.
„ასეთ თემებზე არის მუდმივად საუბარი ოპოზიციური პარტიების შიგნით. ასევე, ჩვენ გვაქვს წარსული გამოცდილება, თქვენ გახსოვთ, რა მოხდა გივი თარგამაძესთან დაკავშირებით, როდესაც უშუალოდ ს წინ მოაწყვეს აფეთქება და ბედზე გადარჩა მაშინ გივი თარგამაძე, წინააღმდეგ შემთხვევაში ასეთი აქტი უარყოფითად აისახებოდა არჩევნების მიმდინარეობაზე. როდესაც ოპოზიცია არის დასუსტებული, იქ ძალიან მარტივად, საცერივით გამოდის გარეთ ინფორმაცია. შესაბამისად, ჩვენ მუდმივ რეჟიმში ვიღებთ ინფორმაციას ოპოზიციური პარტიებიდან და გვაქვს კონკრეტული ინფორმაცია, რომ ასეთ თემებზე იქ მუდმივად მიდის საუბარი, სხვადასხვა პარტიაში თან, არა მხოლოდ „ნაცმოძრაობაში“, სხვადასხვა ოპოზიციურ პარტიაში გამუდმებით მიდის საუბარი შესაძლო პროვოკაციებსა და ასეთი ტიპის ინციდენტებზე. მიზეზი ძალიან მარტივია, მთელი კოლექტიური “ნაცმოძრაობის” ჯამური რეიტინგი დღეს არის, დაახლოებით, 25%. ასეთ პირობებში ისინი ეძებენ გზებს იმისთვის, რომ რამენაირად არიონ ვითარება. ასეთი ინციდენტების დაგეგმვაც არის ამ ყველაფრის შემადგენელი ნაწილი”, – განაცხადა კობახიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

უკრაინული ქვედანაყოფის მეთაური – ვოლჩანსკის აგრეგატის ქარხნის გათავისუფლება ავიწროებს ოკუპანტების კონტროლის ზონას და უკრაინელებს მთელი ქალაქის საბოლოო გათავისუფლების საშუალებას აძლევს