პრემიერი გაეროს უშიშროების საბჭოს შეხვედრაზე – დიდად სამწუხაროა უკრაინაში მიმდინარე ომის მომსწრენი რომ გავხდით – საქართველოს მთავრობა, უკრაინაში ომის დაწყების დღიდან უზრუნველყოფს მშვიდობიან ჰუმანიტარულ დახმარებას

ჩვენ ვიბრძვით მშვიდობის, კეთილდღეობის, პროგრესისა და მდგრადობის უზრუნველყოფისთვის, უკლებლივ ყველასთვის და ამ პირობებში დიდად სამწუხაროა ში მიმდინარე ომის მომსწრენი რომ გავხდით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მ გაეროს უშიშროების საბჭოს შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომლის მთავარი თემაა – “ლიდერები მშვიდობისთვის: გაერთიანებულნი გაეროს წესდებისადმი პატივისცემით, უსაფრთხო მომავლის ძიებაში”.
პრემიერის თქმით, საქართველოს მთავრობა, ომის დაწყების დღიდან უზრუნველყოფს მშვიდობიან ჰუმანიტარულ დახმარებას როგორც ომში მყოფი ქვეყნის შიგნით, ასევე მათთვის, ვინც ამჟამად საქართველოში ცხოვრობს.
„გვესმის, რა გამოწვევების წინაშე იმყოფება ამჟამად უკრაინა და სოლიდარობას ვუცხადებთ უკრაინელ ხალხს. ჩვენ ხელი შევუწყვეთ, შევუერთდით, მხარი დავუჭირეთ 600-ზე მეტ რეზოლუციას, განცხადებას, ერთობლივ კომუნიკეს და სხვა ინიციატივებს უკრაინის მხარდასაჭერად. ასევე, საქართველოს მთავრობა, ომის დაწყების დღიდან უზრუნველყოფს მშვიდობიან ჰუმანიტარულ დახმარებას როგორც ომში მყოფი ქვეყნის შიგნით, ასევე მათთვის, ვინც ამჟამად საქართველოში ცხოვრობს”,- განაცხადა ირაკლი მ.

ასევე დაგაინტერესებთ