პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი დორტმუნდში ევროპის ჩემპიონატზე ეროვნული ნაკრების თამაშს დაესწრებიან

საქართველოს პრეზიდენტი, გერმანიაში, დორტმუნდში ევროპის ჩემპიონატზე ფეხბურთის ეროვნული ნაკრების თამაშს დაესწრება. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ქალაქ დორტმუნდში საქართველო – თურქეთის მატჩს დაესწრება პრემიერ-მინისტრი ც. 18 ივნისს მთავრობის ადმინისტრაციამ მისი ვიდეო მიმართვა გაავრცელა.
“დღეს ევროპის ჩემპიონატზე პირველად აფრიალდება საქართველოს დროშა და აჟღერდება საქართველოს ჰიმნი. ენით აღუწერელია სიამაყის გრძნობა, რომელიც დღეს თითოეულ ჩვენგანს დაგვეუფლება. დღესაც ისევე მჯერა, ჩვენი ბიჭების, როგორც 26 მარტს მჯეროდა. თამი სულსა და გულს ჩადებენ და საქართველოს ისტორიულ გამარჯვებას აჩუქებენ. მჯერა ნაკრების თითოეული ფეხბურთელის…”, – თქვა ირაკლი მ.
დღეს, 18 ივნისს გერმანიის ქალაქ დორტმუნდში ევრო 2024-ზე საქართველოს ნაკრების მატჩი თურქეთის წინააღმდეგ თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.

ასევე დაგაინტერესებთ