პორტუგალიის საგარეო საქმეთა მინისტრი კიევში ჩავიდა

პორტუგალიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჟოაო გომეშ კრავინიო ს ეწვია. „სასიამოვნოა ისევ კიევში ყოფნა, ამჯერად ჩემს კოლეგასთან, განათლების მინისტრ ჟოაო კოსტასთან ერთად, რათა კიდევ ერთხელ დავადასტუროთ ჩვენი მხარდაჭერა უკრაინის აღდგენის მიმართ“, – წერს პორტუგალიის საგარეო საქმეთა მინისტრი სოციალურ ქსელში.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, მინისტრები კიევში მატარებლით ჩავიდნენ. მათი ვიზიტი ორდღიანია და დღის წესრიგის მთავარი თემა ომი და უკრაინის აღდგენაა.

ასევე დაგაინტერესებთ