პენტაგონი – ლოიდ ოსტინმა ჩინელ კოლეგასთან თავდაცვითი ურთიერთობები, რეგიონული და გლობალური უსაფრთხოების საკითხები განიხილა

აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი ჩინეთის თავდაცვის მინისტრს, დონგ ჯუნს ვიდეოკონფერენციის ფორმატში ესაუბრა, – ამის შესახებ ინფორმაციას -ის თავდაცვის დეპარტამენტი ავრცელებს.
პენტაგონის ცნობით, ლოიდ ოსტინმა ჩინელ კოლეგასთან თავდაცვითი ურთიერთობები, რეგიონული და გლობალური უსაფრთხოების საკითხები განიხილა.
ლოიდ ოსტინმა დონგ ჯუნთან საუბარში აღნიშნა, რომ ჩინეთმა ნაოსნობის თავისუფლებას პატივი უნდა სცეს, განსაკუთრებით სამხრეთ ჩინეთის ზღვაში.
„დონგ ჯუნმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ტაივანის საკითხი ჩინეთის მთავარი ინტერესების ცენტრს წარმოადგენს, აშშ-მა ჩინეთის მტკიცე პოზიცია უნდა აღიაროს, ჩინეთის ტერიტორიულ სუვერენიტეტსა და საზღვაო უფლებებს პატივი უნდა სცეს“, – ნათქვამია ჩინეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
ცნობისთვის, ეს აშშ-ის თავდაცვის მდივანსა და ჩინეთის თავდაცვის მინისტრს შორის ბოლო 18 თვის განმავლობაში პირველი საუბარი იყო.

ასევე დაგაინტერესებთ