პატრუშევი: 2008 წელს სააკაშვილის სამხედრო ავანტიურა ამერიკელებმა მოაწყვეს

გამოცემა „იზვესტიასთან“ ინტერვიუში, ს უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივანი, ამჟამად რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის მრჩეველი და საზღვაო კოლეგიის თავმჯდომარე ნიკოლაი პატრუშევი ამბობს, რომ „2008 წელს სააკაშვილის სამხედრო ავანტიურა“ -მა მოაწყო.
„სიცრუე და პროვოკაციები – ეს ვაშინგტონისა და დასავლეთის სხვა ქვეყნების პოლიტიკის თანმდევია. კონკრეტულად ამერიკელებმა მოაწყვეს 2008 წლის აგვისტოში სააკაშვილის სამხედრო ავანტიურა, თუმცა ირწმუნებოდნენ, რომ ამასთან არავითარი კავშირი არ აქვთ. საქართველოს საქმეებში აშშ-ის პირდაპირმა ჩარევამ გამოიწვია მისი შემადგენლობიდან სა და სამხრეთ ოსეთის გასვლა. ვიმედოვნებ, რომ ქართველმა ხალხმა იცის, რომ თავისი ტანჯვით ამერიკელების ქმედებების საფასურს იხდის“, – თქვა პატრუშევმა.
რუსი ოფიციალური პირის სიტყვები ემთხვევა საქართველოს მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ განცხადებას, რომ “2008 წლის აგვისტოში სააკაშვილის ავანტიურისტული ქმედებები არა მისი ფსიქიკური გაუწონასწორებლობის, არამედ გარედან დაკვეთილი და კარგად დაგეგმილი ღალატის შედეგი იყო”.
2008 წლის აგვისტოსთან დაკავშირებით, ყოფილი პრეზიდენტის, ს ბრალეულობაზე პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს განცხადება მოგვიანებით გაიმეორა გაეროში რუსეთის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ დმიტრი პოლიანსკიმ.

ასევე დაგაინტერესებთ