“პატარა სულელო, თავს წაგაცლი… ” – რა პასუხი გასცა კონორ მაკგრეგორმა ილია თოფურიას?

UFC-ის პირველი ქართველი ჩემპიონი, ქვემსუბუქ წონაში (66კგ), ილია თოფურია (15-0), ირლანდიელ UFC-ის ყოფილ ჩემპიონ, კონორ მაკრგრეგორზე (22-6) საუბრობს.
ქართველმა “მატადორმა” ალექსანდერ ვოლკანოვსკისთან (26-4) გამარჯვების შემდეგ კონორი გამოიწვია, თუმცა ახლა ბრძოლის სურვილი აღარ აქვს.
“მაკგრეგორთან ბრძოლა აღარ მსურს. შემოთავაზება რომ მქონდეს, მასთან ჩხუბზე უარს ვიტყოდი. დღეს კონორი ნარკოტიკებსა და ალკოჰოლს მეტად წარმოადგენს, ვიდრე სპორტს”, – განაცხადა თოფურიამ.
კონორ მაკრეგორის პასუხმაც არ დააყოვნა. “ილია თოფურია? მას დავიჭერდი და პატარა ცხვირს მოვამტვრევდი. პატარა სულელო, თავს წაგაცლი, ყბას კი ადგილზე მოგამტვრევ. მე ესპანეთში ვარ,
მარბელაში, 12 ოქტომბერს მოდი და ნახე რა მოხდება, თუ გადამეყრები”, – განაცხადა მაკგრეგორმა.
შეგახსენებთ, კონორს ზაფხულში ამერიკელ მაიკლ ჩენდლერთან (23-8) უნდა ეჩხუბა, თუმცა ტრავმის გამო, ამ ყველასთვის საინტერესო ბრძოლას ჩაეხსნა. ილია კი თავის მხრივ 26 ოქტომბერს მაქს ჰოლოვეის (26-7) წინააღმდეგ, UFC-ის ქამარს დაიცავს. ეს დაპირისპირება MMA-ს გულშემატკივრებისთვის განსაკუთრებით საინტერესოა, რადგან ილია, რომელსაც საოცარი და მძიმე დარტყმები აქვს, ხვდება მებრძოლს, რომლის გათიშვაც ფაქტობრივად, შეუძლებელია.
სპეციალურად საიტისთვის მოამზადა გიორგი ყარმაზანაშვილმა

სტილისტურად ერთ-ერთი საინტერესო ორთაბრძოლა – თოფურიასა და ჰოლოვეის საჩემპიონო დაპირისპირების წინ
ილია თოფურია: საქართველოს ნაკრებით ვამაყობ – ესპანეთი მაგიაა
“მტკივნეულია იმის ყურება, როგორ სცემს სპეცრაზმი აქციის მონაწილეებს; სამწუხაროა, რომ…” – ილია თოფურია “უცხოელი აგენტების შესახებ” კანონთან დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს