,, პარტიები იკრძალება უკრაინაშიც, მოლდოვაშიც და ამას ევროკავშირისგან დადებითი შეფასებები აქვს” – კობახიძე

ირაკლი მ ,,იმედის” ეთერში განაცხადა:
,,ერთმანეთის მიყოლებით იკრძალება პარტიები ში,მოლდოვაში, მაგრამ ამასთან დაკავშირებით არის დადებითი შეფასებები, მათ შორის ევროკავშირის მხრიდან. ეს არის ჩვეულებრივი პროცესი. თუ თავისი შინაარსით პოლიტიკური პარტია არის ანტისახელმწიფოებრივი, ანტიკონსტიტუციური, რა თქმა უნდა, პასუხისმგებლობაც კი არის ეს ჩვენი სახელმწიფოს და საზოგადოების წინაშე, რომ ასეთი პოლიტიკური პარტიები არ დარჩნენ პოლიტიკურ სისტემაში და ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ ამ პასუხისმგებლობის შესაბამისად. ჩვენ მართალია, ვახერხებთ არსებითად რისკების პრევენციას, მაგრამ 9 წლის განმავლობაში კრებსითი „ნაცმოძრაობა“ არ ასვენებდა ამ ქვეყანას და უამრავი დანაშაულები ჩაიდინეს ამ ადამიანებმა და ეს დანაშაულები ძალიან მძიმე ფასად დაუჯდა ჩვენს ქვეყანას. ეს იყო ადამიანების მკვლელობა. რომ ავიღოთ სტატისტიკა, ციხეებში წელიწადში საშუალოდ ასზე მეტ ადამიანს კლავდნენ. ასზე მეტი ახალგაზრდა პირდაპირ ქუჩაში ჩაცხრილეს. ქუჩაში კლავდნენ ადამიანებს, აღარაფერს ვამბობ ბიზნესის რეკეტზე, რასაც ასევე უამრავი ადამიანის სიცოცხლე, ჯანმრთელობა და კეთილდღეობა შეეწირა. მათი მთავარ დანაშაულს შეეწირა ჩვენი ტერიტორიების 20%, რომელიც არის დროებით დაკარგული და ეს დანაშაული ჩაიდინა სწორედ ამ პოლიტიკურმა ძალამ. ამ ომს და მათ ავანტიურას შეეწირა 400-ზე მეტი ადამიანი, ჯარისკაცი და სამოქალაქო პირი, 30 000 ადამიანი დღესაც დევნილობაში ცხოვრობს მათი დანაშაულის გამო. მერე რასაც აკეთებდნენ იგივე ადამიანები უკვე ოპოზიციის რიგებიდან, ესეც იყო მუდმივად ქვეყნის განვითარების შეფერხების მცდელობა. რასაც აკეთებდნენ 9 წლის განმავლობაში ხელისუფლებაში, იგივე რეჟიმში მოქმედებენ დღეს ოპოზიციაში, უბრალოთ, მათ იგივე რესურსი აღარ აქვთ, რაც 9 წლის განმავლობაში ჰქონდათ”

ასევე დაგაინტერესებთ