პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში შეხვედრები ქობულეთის მოსახლეობასთან გრძელდება

“ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს” ქობულეთის დელეგატი გია ჭყონია, ქობულეთში, აღმაშენებლის ქუჩის, ასევე, სოფელ ქობულეთისა და კვირიკეში, ვერულიძეების დასახლებაში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას “ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს” პრესსამსახური ავრცელებს.
ინფორმაციის თანხმად, შეხვედრებზე დელეგატმა 26 ოქტომბრის ს მნიშვნელობაზე ისაუბრა. განიხილეს არსებული პრობლემები, ისაუბრეს მათი გადაჭრის გზებზე.
„ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა მოქალაქეების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხეს და მათ სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით მიაწოდეს ინფორმაცია. შეაჯამეს სოფლებში განხორციელებული პროექტები.

ასევე დაგაინტერესებთ