პარლამენტი ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ მომზადებულ საკანონმდებლო პაკეტს კენჭს დღეს პირველი მოსმენით უყრის

პარლამენტი ე.წ. ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ მომზადებულ საკანონმდებლო პაკეტს კენჭს დღეს პირველი მოსმენით უყრის. მმართველ გუნდში განაცხადეს, რომ ოპოზიციას აძლევენ ერთ დღეს, რათა დააფიქსირონ საკუთარი პოზიცია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მ პლენარულ სხდომაზე პარლამენტს შესთავაზა, გუშინ კენჭი ეყარათ მხოლოდ იმ საკითხებისთვის, რომლებსაც დაჩქარებული წესით განიხილავენ, რასაც პარლამენტის თავმჯდომარე დაეთანხმა.
ამ მოწვევის პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება ვერ მოხერხდება, ლგბტ პროპაგანდას სახელისუფლებო პარტია 18 კანონისგან შემდგარი ცვლილებათა პაკეტით აზღვევს. იკრძალება ერთნაირსქესიანთა წყვილის ქორწინება, სქესის შეცვლის ოპერაცია, შვილად აყვანის საკითხები და ერთნაირსქესიანთა წყვილის ინტიმური სცენების მაუწყებლების ეთერში გაშვება.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა ხაზარაძე – ჩვენი შვილების თაობა ნარკომანიამ წალეკა – ივანიშვილი, რომელსაც ქართველად მოაქვს თავი, კახელებს ელაპარაკება აღა-მაჰმად-ხანზე, 3 თუ 4 წლის წინ აქ მარიხუანას პლანტაციების კანონი შემოჰქონდა

მამუკა ხაზარაძე – როდესაც კარებს გიხურავენ ამერიკისა და ევროპის – სტრატეგიული პარტნიორების არენაზე, ქვეყანას წინ ვერ წაიყვან – ოთხ კვირაში ივანიშვილის და რუსული ოცნების ეპოპეა დამთავრდება