პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე სამართალდამცავებმა, სავარაუდოდ, წიწაკის სპრეი გამოიყენეს

საქართველოს პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე, ერთ კონკრეტულ ლოკაციაზე სამართალდამცავებმა, სავარაუდოდ, წიწაკის სპრეი გამოიყენეს. მისი გაშვება მას შემდეგ მოხდა, რაც სამართალდამცავებსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მოხდა და ვითარება დაიძაბა.
აქციის მონაწილეები იმ სცენაზე ასვლას ითხოვდნენ, რომელიც პარლამენტთან “ქართული ოცნების” ორგანიზებით, 29 აპრილს დაგეგმილ შეკრებასთან დაკავშირებითაა დამონტაჟებული.
დაპირისპირებას რამდენჯერმე ჰქონდა ადგილი. სიტყვიერი შეკამათება, ასევე ფიზიკური შეხლა-შემოხლა მას შემდეგ დაიწყო, რაც სამართალდამცავებმა აქციის მონაწილეებს სცენაზე ასვლის საშუალება არ მისცეს.
ადგილზე დიდი ოდენობით პოლიციაა მობილიზებული. ცოტა ხნის წინ ტერიტორიაზე განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის წარმომადგენლებიც გაიყვანეს.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა ხაზარაძე – ჩვენი შვილების თაობა ნარკომანიამ წალეკა – ივანიშვილი, რომელსაც ქართველად მოაქვს თავი, კახელებს ელაპარაკება აღა-მაჰმად-ხანზე, 3 თუ 4 წლის წინ აქ მარიხუანას პლანტაციების კანონი შემოჰქონდა

მამუკა ხაზარაძე – როდესაც კარებს გიხურავენ ამერიკისა და ევროპის – სტრატეგიული პარტნიორების არენაზე, ქვეყანას წინ ვერ წაიყვან – ოთხ კვირაში ივანიშვილის და რუსული ოცნების ეპოპეა დამთავრდება