პაატა მანჯგალაძე – მივმართავ კობახიძეს, ნუ გეშინიათ, ხელისუფლებიდან წასვლა ცხოვრების დასასრულს არ ნიშნავს

მოახლოებული 26 ოქტომბრის სთვის ხელისუფლება იმდენად ცუდ მდგომარეობაშია, რომ მოსახლეობის დაშინების გარდა, ხალხისთვის არაფრის შეთავაზება არ შეუძლიათ, – ამის შესახებ „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, მ განაცხადა.
მანჯგალაძე პრემიერს მიმართავს და აღნიშნავს, რომ „ხელისუფლების დატოვება ცხოვრების დასასრულს არ ნიშნავს“.
„მესმის მათი ქვეცნობიერი შიშები საიდანაც მოდის – როცა 12 წელია ხალხის ძარცვის მეტი არაფერი გიკეთებია და მიზანმიმართულად უბლოკავ ქვეყანას ევროკავშირის პერსპექტივას, ბუნებრივია, გაფიქრებს შენი მდგომარეობა, რომ როცა ხელისუფლებაში აღარ იქნები, ამის გამო ხალხი პასუხს მოგთხოვს.
მივმართავ ს, ნუ გეშინიათ, ხელისუფლებიდან წასვლა ცხოვრების დასასრულს არ ნიშნავს. ჩვენი მიზანი არ არის საქართველოს დაყოფა და დაპირისპირება, ჩვენი მიზანი არ არის გაბრაზებულ მოსახლეობას დავპირდეთ თქვენი დასჯა და განადგურება. ჩვენ არ აგყვებით საქართველოს დაპირისპირებისა და ზიზღის რიტორიკაში. მხოლოდ ერთიანობით გავიმარჯვებთ! კი კეთილდღეობას ევროპასთან ერთად! არა სიღარიბეს “ქართულ ოცნებასთან” ერთად!”, – განაცხადა მანჯგალაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი – ისრაელი-ჰეზბოლას კონფლიქტზე – მხარეებმა სრულმასშტაბიანი ომის ზღვრიდან უკან უნდა დაიხიონ, წინააღმდეგ შემთხვევაში გაჩნდება უფრო ფართო ომის პერსპექტივა, რომელსაც ვერავინ გააკონტროლებს