პაატა მანჯგალაძე – არჩევნებში დამარცხების შემდგომ ივანიშვილი თვითმფრინავით წაიყვანს ზებრას, ჟირაფს, მაგრამ არა კობახიძესა და სხვა თანაგუნდელებს

„ოცნება ემზადება იმისთვის, რომ რაც შეიძლება თბილი ურთიერთობა ჰქონდეს რუსეთთან, რომ არჩევნებში დამარცხების შემდეგ პუტინმა თბილი კერა გამოუყოს როსტოვთან ან სოჭასთან სადმე ახლოს, – ამის შესახებ “ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, მ არჩევნებთან დაკავშირებით განაცხადა.
პაატა მანჯგალაძის თქმით, არჩევნებში გამარჯვების შემდგომ, ისინი ქართველი ხალხისთვის მიცემულ ყველა პირობას შეასრულებენ.
ს შემდეგ, გამარჯვებულ გუნდთან ერთად, შევასრულებთ იმ პირობებს, რომელიც მივეცით ქართველ ხალხს და ეს პირობებია: ყველა პენსიონერისთვის სესხის პროცენტის განულება, 14 მილიარდის საქართველოში შემოტანა, სამუშაო ადგილების შექმნა და ყველა ბავშვისთვის სკოლებში უფასო კვება. ჩვენ ამისთვის ვემზადებით, რომ ველაპარაკოთ უცხოურ კომპანიებს საქართველოში შემოსვლასთან დაკავშირებით, ხოლო „ოცნება“ ემზადება იმისთვის, რომ რაც შეიძლება თბილი ურთიერთობა ჰქონდეს რუსეთთან, რომ არჩევნებში დამარცხების შემდეგ პუტინმა თბილი კერა გამოუყოს როსტოვთან ან სოჭასთან სადმე ახლოს. “ოცნება” წავა ხელისუფლებიდან და “ოცნებისვე” სამწუხაროდ, ივანიშვილის თვითმფრინავში მისი გუნდის წევრების ადგილი არ იქნება, იგი წაიყვანს ზებრას, ჟირაფს, მაგრამ არა ირაკლი სა და სხვა თანაგუნდელებს”, – განაცხადა მანჯგალაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ