პაატა დავითაია – ოკუპანტი ვერასდროს იქნება მედიატორი, რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ მზაკვრული გეგმა აამოქმედა

ლავროვის მიერ გაკეთებული განცხადება არის კრემლის მორიგი პროვოკაცია ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ. რუსეთმა აამოქმედა მზაკვრული გეგმა, რომელიც საბოლოო მიზნად ისახავს ჩვენი სახელმიფოებრიობის მორყევას და ანექსიას, – ამის შესახებ პარტია „ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარე პაატა დავითაიამ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ს საგარეო საქმეთა მინისტრის, ს განცხადებას.
მისი თქმით, “ლავროვის განცხადება დაახლოების შუამავლობაზე არის ცინიკური”, რადგან შეუძლებელია მედიატორი იყოს ოკუპანტი, რომელიც „აფხაზეთსა და ოსეთზე საუბრობს როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოებზე“.
“გაეროს მანდატით რუსეთის შეიარაღებული ძალები აფხაზეთში იყო როგორც მშვიდობისმყოფელი ძალები, რომელიც გახდა საოკუპაციო ძალა. შეუძლებელია მედიატორი იყოს ოკუპანტი, რომელიც განცხადებაში აფხაზეთსა და ოსეთზე საუბრობს როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოებზე.
ყოვლად მიუღებელია, ლავროვის მიერ გაცხადებული პოზიცია, რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ოკუპანტი ქვეყნის საბოლოო მიზანი არის ჩვენი ტერიტორიების ანექსია.
ახლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კარგი ურთიერთობები დასავლელ პარტნიორებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და არა – მათთან დაპირისპირება, რათა არ აღმოვჩნდეთ მარტო, რუსეთის ფედერაციის პირისპირ“, – აცხადებს პაატა დავითაია, რომლის კომენტარსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა ხაზარაძე – ჩვენი შვილების თაობა ნარკომანიამ წალეკა – ივანიშვილი, რომელსაც ქართველად მოაქვს თავი, კახელებს ელაპარაკება აღა-მაჰმად-ხანზე, 3 თუ 4 წლის წინ აქ მარიხუანას პლანტაციების კანონი შემოჰქონდა

მამუკა ხაზარაძე – როდესაც კარებს გიხურავენ ამერიკისა და ევროპის – სტრატეგიული პარტნიორების არენაზე, ქვეყანას წინ ვერ წაიყვან – ოთხ კვირაში ივანიშვილის და რუსული ოცნების ეპოპეა დამთავრდება