„ოცნება“ მას „მოღალატეს“ უწოდებს, სინამდვილეში თავად ოცნებამ უღალატა სამშობლოს და ხალხს“ – სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში კასპის ყოფილი მერის ,,ოცნებიდქნ” ,,ნაცებში” გადასვლას ეხმაურება:
,,მივესალმები კასპის ყოფილი მერის, მანუჩარ მერებაშვილის მიერ „ოცნების“ დატოვებასა და „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობასთან“ შემოერთებას.
„ოცნება“ მას „მოღალატეს“ უწოდებს, სინამდვილეში თავად ოცნებამ უღალატა სამშობლოს და ხალხს.
რაც მეტი ყოფილი და მოქმედი თანამდებობის პირი მიიღებს უახლოეს ხანში ასეთ გადაწყვეტილებას მით უფრო უმტკივნეულოდ გავივლით რუსული მაფიოზური რეჟიმის ხელისუფლებიდან ჩამოშორების პროცესს.
ჩვენ ერთი სამშობლო გვაქვს და ბევრად მეტი გვაერთიანებს, ვიდრე გვყოფს.”

ასევე დაგაინტერესებთ