„ოცნებავ“, რითი დაიმსახურა აფხაზეთის დევნილობამ თქვენი ირონია და ცინიზმი, ასეთ კადრებს რომ არჩევთ სპეციალურად?!

ნანა სულავა
მაინცდამაინც ს წინ რატომ გაათავისუფლეს ს მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე? მაშინ რატომ ხუჭავდა თვალს ხელისუფლება, როცა ორი-სამი წლის განმავლობაში „ალიას“ ფურცლებზე სისტემატურად იბეჭდებოდა მამხილებელი სკანდალური ინფორმაციები, სადაც რუსლან აბაშიძეს ბრალს დებდნენ დიდი მასშტაბის კურუფციაში, ნეპოტიზმში, მასიურად სამსახურებიდან თანამშრომლების დათხოვნასა და ა.შ? ეს დღეები მთელი ინტერნეტ სივრცე მოიცვა რუსლან აბაშიძისა და მისი ცოლის, თაკო ჩხეიძის ქონებრივმა დეკლარაციამ. ამ ქონების დიდი ნაწილი რუსლან აბაშიძეს თანამდებობაზე ყოფნის დროს აქვს შეძენილი.
ახლა ისეთ სურათს ხატავენ, თითქოს აფხაზეთის უმაღლესმა საბჭომ წარადგინა ამ თანამდებობაზე ახალი კანდიდატურა, „ქართული ოცნების“ დეპუტატი ლევან მგალობლიშვილი, თითქოს უმაღლესი საბჭოს სახელით მოხდა ფარული ნომენკლატურული შერჩევა. რატომ ახლა და რატომ მანამდე არ წარადგინა თავისი კანდიდატი უმაღლესმა საბჭომ? როცა აბაშიძემ, როგორც უამრავი რესპონდენტი გვიყვებოდა, ყველაფერი გადაჭამა, მერე დააყენეს საკითხი უმაღლესმა საბჭომ დღის წესრიგში? დევნილები კი ამბობენ, უმაღლესმა საბჭომ კი არა, პრემიერმა მ და მ წარადგინეს ლევან მგალობლიშვილის კანდიდატურაო. კობახიძის სიძე, დავით ფაცაცია, მუშაობს დევნილთა მინისტრად. პარლამენტარ გია ვოლსკისთან არ დამირეკავს. ერთხელ, როცა მსგავს სიტუაციაში ვცადე მასთან დაკავშირება და ავუხსენი მდგომარეობა, ის ძალიან გაცხარდა და პოლემიკის გარდა, ამ საუბარმა არაფერი შემმატა. ამიტომ თავი დავანებე. დევნილები იმასაც ამბობენ, რომ მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე დანარჩენ ღირსეულ კანდიდატებს აუკრძალეს მონაწილეობის მიღება. ახლა ისმის ლოგიკური კითხვა: რატომ იყო ჩუმად აფხაზეთის უმაღლესი საბჭო და ახლა რატომ ამოიდგა ენა, რომ ახალი კანდიდატით შეცვლილიყო აღნიშნული პოსტი?
ამ და კიდევ სხვა კითხვებით დავუკავშირდი აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს ჯემალ გამახარიას:
– ბატონო ჯემალ, ვისი კანდიდატურა იყო ლევან მგალობლიშვილი, ის ხომ წარმოშობით აფხაზეთიდან არ არის?

ასევე დაგაინტერესებთ