ორმა ფაშისტმა, ნოდარ მელაძემ და მაკა ჩიხლაძემ მომდევნო ბინძური ანონსი (სიუჟეტი) გააკეთეს ჩემი მშობლების და ძმის კუთვნილ სახლზე

ორმა ფაშისტმა, ნოდარ მელაძემ და მაკა ჩიხლაძემ, რომლებიც წლებია ჩემს უკანონო შემოსავლებს ეძებენ და გარანტირებულად ვერასდროს იპოვნიან რაც ბუნებაში არ არსებობს, მომდევნო ბინძური ანონსი (სიუჟეტი) გააკეთეს თერჯოლაში, ღვანკითში, ჩემი მშობლების და ძმის კუთვნილ სახლზე, სადაც ისინი ცხოვრობენ.”- წერს სოციალურ ქსელში და ეხმიანება ნოდარ მელაძის გადაცემის ანონსს.
“რა დონეზე დაეცნენ ეს ერთი, მეორე – მცირე განმარტება:
ჩემს დეკლარაციაში ყველა თეთრი შეტანილია, შემოსავალიც, მისი წყაროც და რაც სახლის მშენებლობაში დაიხარჯა, აბსოლუტურად ყველა თეთრი! შარშანწინდელ დეკლარაციაში დეტალურად არის მითითებული კრედიტი ორ ტრანშად, ასევე შარშანდელ დეკლარაციაში – რამდენი დავიმატე კრედიტი, შემდეგ საგურამოს სახლის გაყიდვის შედეგად მიღებული შემოსავალი და დეტალური განმარტებაც კი გავაკეთე დეკლარაციის შესაბამის გრაფაში, აქედან რამდენით ჩავხურე კრედიტის ნაწილი და რამდენი მოვახმარე სამშენებლო-სარემონტო სამუშაოებს. აი ამ უპრეცედენტო დეტალიზაციის მიუხედავად შექმნეს სიბინძურე, ჟურნალისტიკის გარდა ყველაფერი რომ ქვია. მთავარი პრობლემა კი ის აღმოუჩენიათ, რომ თურმე ღვანკითის საკარმიდამო ნაკვეთის თანამესაკუთრედ ვყოფილვარ ჩარჩენილი სადღაც, სადაც დიდი ხნის წინ ამოწერის გამო, პირადი ნომერიც კი არ არის თურმე მითითებული. რა სამარცხვინო ხალხია, სხვა რომ ვერაფერი, ბოლოს დეკლარაციაში ღვანკითის საკარმიდამო ნაკვეთის დამალვაში დამდეს ბრალი
ერთადერთი მიზანი კი ჩემს ასაკოვან მშობლებზე და შშმ ძმაზე ფსიქოლოგიური ზემოქმედებაა… ზუსტად იციან, რომ ჩემზე დიდი ხანია ასეთი მდაბიო “ფეიკები” აღარ მოქმედებს.
ამ ამბავში ყველაზე სევდიანი, თუმცა შეიძლება იუმორნარევიც კი ის არის, რომ მე არასდროს გამიმხელია ჩემი ძმისა და მშობლებისთვის, რომ დანგრევისპირას მისული ძველი სახლის უკან, წლების წინ დაწყებული მშენებლობა ბანკიდან გამოტანილი ორი საკმაოდ დიდი კრედიტით დაჩქარდა, რომელიც 2037 წლამდე უნდა ვიხადო.
ამ თემაზე რომ არ ეფიქრათ და ენერვიულათ, ყოველთვის ვეუბნებოდი, რომ მათი დანაზოგი ძალიან დამეხმარა, თუმცა, რა თქმა უნდა, ისიც იცოდნენ, რომ სხვა თანხაც გაცილებით მეტი დაიხარჯა. ბედნიერები იყვნენ იმით, რომ მათაც მიიღეს გარკვეული მონაწილეობა სახლის აშენებაში. დეტალები კი კრედიტის რაოდენობის შესახებ აქამდე არასდროს მითქვამს, თუმცა არაუშავს, მაპატიებენ
მთავარია ის ზუსტად იციან, რომ მათი შვილი და ძმა ყოველთვის ამაყად ივლის და უკან მოხედვის არასდროს შეეშინდება! სამივეს ბოდიშს ვუხდი, რომ ასეთი ნერვიულობა უწევთ ჩემს გამო, ნაცების ფაშისტ “ჟურნალისტებს” კი ვურჩევ, ილოცონ მათ ჯანმრთელობაზე!…”- წერს მამუკა მდინარაძე.

ასევე დაგაინტერესებთ

თავის დახრას, დირექტივებით მოქმედებას და საკუთარი გარანტიების სანაცვლოდ ქვეყნის ინტერესების გვერდზე გაწევას არ ვაპირებთ – ვაპირებთ, ორ ფეხზე მყარად, ამაყად ვიმოქმედოთ მხოლოდ საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე