ორი აქცია რუსული კანონის წინააღმდეგ: 12:00-ზე პარლამენტის შესასვლელთან, 19:00-ზე — რუსთაველზე

დღეს, 30 აპრილს, საქართველოს პარლამენტში ბიუროს სხდომისა და სესიის პარალელურად, 12:00 საათიდან პარლამენტის უკან, ხოლო 19:00 საათზე პარლამენტის წინ, რუსთაველის გამზირზე, საპროტესტო აქციები გაიმართება.
„30 აპრილს, 19:00-საათზე, პარლამენტის წინ კვლავ ვაპროტესტებთ რუსულ კანონს. რუსული კანონი გვაშორებს ევროპას! საქართველოს მოქალაქეების მკაფიოდ გამოხატული ნება, საქართველო გახდეს ევროკავშირის სრულყოფილი წევრი, დასაცავია! რუსული კანონის პროექტის მეორე მოსმენა შესაძლოა გაიმართოს 30 აპრილს, 1 მაისს, 2 მაისს ან 3 მაისს.
სავარაუდოდ, ერთ დღეს დაწყებული მეორე მოსმენა კენჭისყრისთვის გადაიწევს მეორე დღეს. ამდენად, 30-ში ვიწყებთ მეორე მოსმენით კანონის მიღების გაპროტესტებას . საქართველოს მოქალაქეებო, დავდგეთ ერთად და ხელი შევუშალოთ საქართველოს ზაციას. ვანახოთ ხელისუფლებას, რომ ძალა ჩვენშია, ძალა ხალხშია, უნდა მოგვისმინონ! არა რუსულ კანონს!“ — წერია ორგანიზატორების განცხადებაში.
საპროტესტო აქციის ორგანიზატორები არიან „ტალღა“, „მწვანეები“, „ჯიუტი“, „კარი“ და „სტუდენტები ევროპული მომავლისთვის“.

ასევე დაგაინტერესებთ