ოპოზიციის განცხადებები მოვისმინე ლავროვის განცხადებასთან დაკავშირებით და პირდაპირ „საოცრებაა“

ოპოზიციის განცხადებები მოვისმინე ლავროვის განცხადებასთან დაკავშირებით და პირდაპირ „საოცრებაა“, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ.
„რუსეთს ტერიტორიების 20% ჩააბარეს, ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ გაძლიერებულიყვნენ სამხრეთ კავკასიაში და კიდევ უამრავი ნაბიჯი ს ინტერესების გათვალისწინებით გადადგეს და დღეს ჩვენ გვეუბნებიან, რომ თურმე ლავროვის განცხადებაზე უნდა გავაკეთოთ ორიენტირი.
ლავროვი რა საკვირველია ეგრე იტყვის, მაგრამ თვითონ ფაქტი იმისა, რომ ჩვენ რუსეთი ხელს არ შეგვიშლის პირდაპირი ურთიერთობა გვქონდეს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან, რა საკვირველია ეს არ არის ცუდი მესიჯი. მთავარია როგორ გამოიყენებ“, – აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.
რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ მოსკოვი მზად არის, საქართველოს, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს ურთიერთობების ნორმალიზებაში დაეხმაროს, თუ თავად ისინი იქნებიან დაინტერესებულნი, მათ შორის ეს ეხება თავდაუსხმელობის შეთანხმების უზრუნველყოფას.

ასევე დაგაინტერესებთ

ზელენსკის ყოფილი თანაპარტიელი არტემ დმიტრუკი: საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება იმსახურებს ხალხის ნდობას და მხარდაჭერას. არ გაიმეოროთ ჩვენი შეცდომები. უკრაინის ხელისუფლებამ ჩაითრია ქვეყანა ომში