ონლაინმედიის აკრედიტებულ ჟურნალისტებს პარლამენტში არც 17 აპრილს შეუშვებენ

საქართველოს პარლამენტის განცხადებით, უსაფრთხოების „ყვითელი დონე“ პარლამენტის სასახლეში ხვალ, 17 აპრილსაც იმოქმედებს და ონლაინ და ბეჭდური მედიის აკრედიტებულ წარმომადგენლებს შენობაში შესვლა კვლავ ეკრძალებათ:
„საქართველოს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2023 წლის 04 სექტემბრის N1/259/23 ბრძანების შეესაბამისად, მიმდინარე წლის 17 აპრილს საქართველოს პარლამენტის სასახლეში იმოქმედებს უსაფრთხოების ყვითელი დონე – ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა. დაგეგმილ საპარლამენტო ღონისძიებებზე (მათ შორის კომიტეტის სხდომებზე) დაიშვებიან მხოლოდ შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების მიერ მოწვეული პირები. შეზღუდვა არ შეეხება ტელემაუწყებლების/ტელემედია საშუალებების აკრედიტებულ ჟურნალისტებს,“ — აცხადებენ საქართველოს პარლამენტში.
პარლამენტში რუსული კანონის განხილვა ორი დღეა მედიის ნაწილის დასწრების გარეშე მიმდონარეობს. პარლამენტის შენობაში შესვლა ეზღუდებათ მათ შორის ამ მედიასაშუალებების აკრედიტებულ წარმომადგენლებს. მედიასაშუალებებს შორის, რომლებიც აღნიშნული შეზღუდვის გამო პარლამენტში საქმიანობას ვერ ახერხებენ, „ნეტგაზეთიცაა“.
ხვალ, 17 აპრილს პარლამენტი პლენარულ სხდომაზე გააგრძელებს რუსული კანონის განხილვას.
რა ხდება
კანონპროექტი გრანტის მიმღებ ორგანიზაციებს — „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის”, ხოლო მათ შორის -ს, ევროკავშირსა და საერთაშორისო ფონდებს, რომლებიც გრანტებს გასცემენ საქართველოში, „უცხოური ძალის” სტატუსებს მიანიჭებს.

ასევე დაგაინტერესებთ