ნინო წილოსანმა ოპოზიციის წარმომადგენლებს მოღალატეები და უსამშობლოები უწოდა, თაკო ჩარკვიანმა კი წილოსანს – „სამარცხვინო კორუფციონერი“

სამარცხვინო კორუფციონერი ხარ, ბიუჯეტის ვირთხა! – ასე მიმართა ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თაკო ჩარკვიანმა „ქართული ოცნების” დეპუტატს, ნინო წილოსანს, რომელმაც ოპოზიციის წევრებს უსამშობლოები და მოღალატეები უწოდა.
წილოსანმა ისაუბრა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციაზე, სტუდენტების გამოსვლის ნაწილზეც და აღნიშნა, რომ ოპოზიციამ ახალგაზრდები ჯგუფებად დაყო.
„ვის გაქვთ უფლება ახალგაზრდები დაყოთ აქციის მონაწილეებად და მოღალატეებად. როგორ ბედავთ აკერმანისეული ტაქტიკით უნივერსიტეტის ჩათებში ავრცელოთ ინფორმაცია, რომ უერთდები აქციას თუ ხარ მოღალატე. აი, ასეთ ჯგუფებად დაყოთ ახალგაზრდები. თქვენ, მართლა ქვეყნის მოღალატეებო, მართლა უსამშობლოებო. თქვენ, როგორ შედიხართ აუდიტორიაში, სტუდენტებს როგორ უნდა შეხედოთ თვალებში, როდესაც ამ ახალგაზრდების ასეთი დაპირისპირება გამოიწვიეთ“, – განაცხადა ოპოზიციის მისამართით ნინო წილოსანმა.
ამის შემდეგ მიმართ მას თაკო ჩარკვიანმა და „სამარცხვინო კორუფციონერი და ბიუჯეტის ვირთხა“ უწოდა, რა დროსაც, ჩარკვიანს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა მიკროფონის გარეშე საუბრისთვის შენიშვნა მისცა.

ასევე დაგაინტერესებთ