ნიკა მელია – ქვეყნის გადარჩენისთვის ერთადერთი გამოსავალი არის ხალხმრავალი, შეუჩერებელი, მყარი და მშვიდობიანი დემონსტრაციები

ქვეყნის, როგორც დამოუკიდებელი და სუვერენული სახელმწიფოს გადარჩენისთვის ერთადერთი გამოსავალი არის ხალხმრავალი, შეუჩერებელი, მყარი, მშვიდობიანი დემონსტრაციები,- ამის შესახებ პარტია “ახალის” ერთ-ერთმა ლიდერმა მ მსვლელობისას განაცხადა, რომელიც 300 არაგველიდან ევროპის მოედნამდე მიემართება.
მელიას თქმით, მიმდინარე პროცესები ხალხის გამარჯვებით დასრულდება.
“ქვეყნის, როგორც დამოუკიდებელი და სუვერენული სახელმწიფოს გადარჩენისთვის ერთადერთი გამოსავალი არის ხალხმრავალი, შეუჩერებელი, მყარი, მშვიდობიანი დემონსტრაციები იმ ძალადობის წინააღმდეგ, რომელსაც ახორციელებს ივანიშვილი სახელმწიფოს გაუქმების პროცესში და რუსულ ორბიტაზე სახელმწიფოს დაბინავების პროცესში.
არ არსებობს დანაშაული, რომელიც შეიძლება სახელმწიფომ ჩაიდინოს და ჯერ არ ჩაადენინა ივანიშვილმა სახელმწიფოს წარმომადგენლებს – ძალადობა მოქალაქეებზე, მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი იცავენ თავისუფლებას და დამოუკიდებელ სახელმწიფოს. ეს პროცესი ხალხის გამარჯვებით დასრულდება იმიტომ, რომ ეს ხალხი მართალია ისტორიის წინაშე; წარსულის, აწმყოსა და მომავლის წინაშე”,- განაცხადა მელიამ.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით კირკიტაძე – სააკაშვილმა თქვა, რომ ქართველების ერთ-ერთი მთავარი ღირსებაა მიმტევებლობა და საშუალების მიცემა ადამიანებისთვის, რომ ემსახურონ თავიანთ ქვეყანას, ამ პრინციპით არის შედგენილი სია

Edison Research – დღეს რომ არჩევნები ტარდებოდეს, გამოკითხულთა 32% ხმას „ქართულ ოცნებას“ მისცემდა, 20% -„ერთიანობა- ნაციონალურ მოძრაობას“, 11,9%-11,9% – კოალიციას „ცვლილებებისთვის“ და გახარიას პარტიას, 9,9% – „ძლიერ საქართველოს“