ნიდერლანდები უკრაინას დამატებით ექვს F-16-ის ტიპის გამანადგურებელს გადასცემს

ნიდერლანდები ს დამატებით ექვს F-16-ის ტიპის გამანადგურებელს გადასცემს, – ამის შესახებ ინფორმაციას ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრი, კაისა ოლონგრენი ავრცელებს.
„ნიდერლანდების თავდაცვის სამინისტრო უკრაინისთვის გადასაცემად დამატებით ექვს F-16-ის ტიპის გამანადგურებელს ამზადებს. შესაბამისად, F-16-ის ტიპის გამანადგურებლების სრული რაოდენობა 24 გახდება. რუსული აგრესიის წინააღმდეგ საბრძოლველად უკრაინის საჰაერო უპირატესობა აუცილებელია“, – წერს ოლონგრენი X-ზე.
შეგახსენებთ, 2023 წლის დეკემბერში, ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა, მარკ რუტემ განაცხადა, რომ ნიდერლანდები უკრაინას F-16-ის ტიპის 18 გამანადგურებელს გადასცემდა.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა ხაზარაძე – როდესაც კარებს გიხურავენ ამერიკისა და ევროპის – სტრატეგიული პარტნიორების არენაზე, ქვეყანას წინ ვერ წაიყვან – ოთხ კვირაში ივანიშვილის და რუსული ოცნების ეპოპეა დამთავრდება