ნაცოპოზიციის ფსევდოევროპელმა სუბიექტებმა ატეხეს ხელოვნური წიოკი იმაზე, რომ პრემიერი არ შეხვდა გერმანელ პარლამენტარებს და სწორიცაა, არამკითხე, “ჭკუის მსწავლელი” გარე აქტორების ეპოქა დასრულებულია

ნაცოპოზიციის ფსევდოევროპელმა სუბიექტებმა ატეხეს ხელოვნური წიოკი იმაზე, რომ პრემიერი არ შეხვდა გერმანელ პარლამენტარებს და სწორიცაა, არამკითხე, “ჭკუის მსწავლელი” გარე აქტორების ეპოქა დასრულებულია
ანალიტიკოსი გია აბაშიძე ბუნდესტაგის დელეგაციასთან შეხვედრაზე საქართველოს მთავრობის უარზე ოპოზიციის შეფასებებს გამოეხმაურა.
ანალიტიკოსის თქმით, გერმანიის ფედერალურ მხარეებშიც არ ისმის მათი მარგინალი პოლიტიკოსების ხმა ბერლინიდან და რატომ უნდა გაითვალისწინოს უცხოელი ანტიქართველი ელემენტების მყრალი აზრი თბილისმა?
“ნაცოპოზიციის ფსევდოევროპელმა სუბიექტებმა ატეხეს ხელოვნური წიოკი იმაზე, რომ პრემიერი არ შეხვდა ნაცრადიკალთა მხარდამჭერ გერმანელ პარლამენტარებს და სწორიცაა, არამკითხე, “ჭკუის მსწავლელი” გარე აქტორების ეპოქა დასრულებულია!
გერმანიის ფედერალურ მხარეებშიც არ ისმის მათი მარგინალი პოლიტიკოსების [ადგილობრივ არჩევნებს გადახედონ] ხმა ბერლინიდან და რატომ უნდა გაითვალისწინოს უცხოელი ანტიქართველი ელემენტების მყრალი აზრი თბილისმა?
თუ ხელისუფალი ვიქნებოდი, მე უფრო შორს წავიდოდი და ს მსგავსად, ნებისმიერ ანტისახელმწიფოებრივ სუბიექტს გავაბრუნებდი უკან.
ძირმომპალი სექტანტური “აღშფოთება-შეშფოთება” აქ დიდი ხანია არავის აინტერესებს!”- წერს გია აბაშიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

გვსურს საზოგადოებისთვის თვალსაჩინო გავხადოთ, თუ რომელი ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციები არიან უშუალოდ დაკავშირებული ოპოზიციურ პარტიებთან და რომელი – ვითომ ნეიტრალურის სტატუსის მქონე

ვიღაცეები ოცნებობენ საქართველოში რევოლუციაზე, ქვეყნის არევაზე, მეორე ფრონტზე, მაგრამ არავის ასეთი გეგმების რეალიზების საშუალებას არ მისცემს ქართველი ხალხი, ქართული სახელმწიფო და საქართველოს ხელისუფლება