„ნაციონალური მოძრაობის“ ოფისზე განხორციელებულ თავდასხმასთან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება დაიწყო

პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისზე განხორციელებულ თავდასხმასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ უწყებაში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.
მომხდართან დაკავშირებით ამ დრომდე დაკავებული არავინაა.
ცნობისთვის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისს წუხელ, 31 მაისს, გვიან ღამით თავს დაესხნენ. პარტიის თავმჯდომარის, ს ინფორმაციით, 100-მდე ნიღბიანი პირი ოფისში შეჭრას ცდილობდა, ასევე დამსხვრეულია და დაზიანებულია შენობის შუშები.

ასევე დაგაინტერესებთ