ნატოს გენერალური მდივნის თანამდებობაზე მარკ რუტეს კანდიდატურას უნგრეთმა და სლოვაკეთმაც დაუჭირეს მხარი

ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრს მარკ რუტეს კანდიდატურას ნატოს გენერალური მდივნის თანამდებობაზე უნგრეთმა და სლოვაკეთმაც დაუჭირეს მხარი. ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა და ს პრეზიდენტმა პეტერ პელეგრინიმ განაცხადეს.
რუტემ ორბანისადმი წერილში დაუდასტურა მას, რომ ნატოს გენერალური მდივნის პოზიციაზე არჩევის შემთხვევაში, ის პატივს სცემს ალიანსის ახლანდელ ხელმძღვანელთან, იენს სტოლტენბერგთან, მიღწეულ შეთანხმებებს იმის თაობაზე, რომ ბუდაპეშტი უკრაინისთვის დახმარების გაწევის გადაწყვეტილებებში მონაწილეობას არ მიიღებს, მაგრამ არც დაბლოკავს მათ.
რუტეს წერილი ორბანმა “ტვიტერის” პირად გვერდზე გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ უნგრეთი მარკ რუტეს კანდიდატურას დაუჭერს მხარს.
“ბრიუსელში ჩვენი გუშინდელი შეხვედრის შემდეგ პრემიერ-მინისტრმა მარკ რუტემ დაადასტურა, რომ სრულაიდ უჭერს მხარს ამ შეთანხმებებს და გააგრძელებს ამის კეთებას, თუ ნატოს შემდეგი გენერალური მდივანი გახდება. მისი დაპირების გათვალისწინებით უნგრეთი მზად არის მხარი დაუჭიროს პრემიერ-მინისტრ რუტეს კანდიდატურას ნატოს გენერალური მდივნის თანამდებობაზე”, – წერს ორბანი.
ცნობისთვის, იმავე დღეს, 18 ივნისს, რუტეს კანდიდატურის მხარდაჭერის შესახებ სლოვაკეთის პრეზიდენტმა პეტერ პელეგრინიმ სატელევიზიო ეთერში გამოაცხადა.
ამდაგვარად, მარკ რუტე ნატოს მომდევნო გენერალური მდივნად რომ იქნას არჩეული, თავისი კანდიდატურა რუმინეთის პრეზიდენტმა, კლაუს იოჰანისმა უნდა მოხსნას. ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ყველა დანარჩენი წევრის მხარდაჭერა ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრს უკვე აქვს.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ სააკაშვილი – მე ველი ყველანაირ რეპრესიებს, მათ შორის პირადად ჩემს მიმართ – 26 ოქტომბრამდე დაახლოებით ორი კვირით ადრე რეჟიმი აუცილებლად გამოყრის სხვადასხვა ჩანაწერს ოპოზიციის დისკრედიტაციის მიზნით