ნანკა კალატოზიშვილი: „დიდი ამბავი ატეხილა ჩემს ბოდიშზე..როგორც არ უნდა მწყევლოთ და მლანძღოთ, იმაზე მეტად ვერ მატკენთ, ვიდრე მე ვატკინე საკუთარ თავს“

ნანკა კალატოზიშვილი კესარია აბრამიძის მისამართით მოხდილ ბოდიშზე განმარტებას აკეთებს.
ნანკა კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ წლებია მას აწუხებს ის გადაცემა, სადაც მან კესარიას არც თუ ისე სასიამოვნო კითხვები დაუსვა.
„დიდი ამბავი ატეხილა ჩემს ბოდიშზე. მე კი წლებია მაწუხებს ეს გადაცემა და თქვენ ახლა რატომ გაგახსენდათ და შეგაწუხათ, ეს ნამდვილად საინტერესოა. ჩემზე მეტად არ მგონია ვინმე განიცდიდეთ ამ ამბავს და არც წლების მერე სინანული იყო ჩემი პოსტი. ამაზე ყოველ ნახვაზე ველაპარაკებოდი, მე მგონი უკვე ვაწუხებდი კიდეც 15 წელი ამის გახსენებით.
ასე რომ, როგორც არ უნდა მწყევლოთ და მლანძღოთ, იმაზე მეტად ვერ მატკენთ, ვიდრე მე ვატკინე საკუთარ თავს.
პ.ს მიხარია თუ დღეს რეალურად განიცდით ვინმე ჩემს ძალიან ცუდ საქციელს და გეშლებათ ამაზე ნერვები. მართლები ხართ და გისურვებთ ყოველთვის ასე იცავდეთ ადამიანებს უსამართლობისგან,“ – წერს ნანკა კალატოზიშვილი.
კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულ 26 წლის ბექა ჯაიანს 20 სექტემბერს, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

ასევე დაგაინტერესებთ