ნანა ჯორჯაძე: ამ ქვეყანაში რუსული კანონებით ცხოვრება ვერ და არ გამოვა

“რატომ უნდა მივიღოთ ის კანონი, რომელიც საქართველოს ევროპულ პერსპექტივას დააკარგვინებს?!”, – ამ კითხვას ნეტგაზეთთან საუბარში კინორეჟისორი ნანა ჯორჯაძე სვამს რუსული კანონის კომენტირებისას.
“კანონი, რომელიც ისევ უკან ჩაგვძირავს იმ ჭაობში, რომელიც თითქოსდა უკან მოვიტოვეთ. ჩვენ ევროპული ქვეყანა ვართ და ამ ქვეყანაში რუსული კანონებით ცხოვრება ვერ და არ გამოვა,” – ასე ეხმაურება ნეტგაზეთთან კინორეჟისორი ნანა ჯორჯაძე რუსულ კანონს, რომლის მიღებასაც “ქართული ოცნება” ისევ გეგმავს.
ქართულმა ოცნებამ“ მიცემული პირობა ისევ დაარღვია და ე.წ. რუსულ კანონის ჩაგდებიდან ერთი წლის შემდეგ კანონპროექტი კვლავ დააბრუნა.
კანონპროექტი ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ” 3 აპრილს დაარეგისტრირა და როგორც განმარტა, გასულ წელს „ხალხი ძალის“ მიერ ინიციირებული პროექტისგან განსხვავდება იმით, რომ ტერმინი „უცხოური გავლენის აგენტის“ ჩანაცვლებულია „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით“.
ანალოგიური კანონის მიღებამ რუსეთში, ფაქტობრივად, გააქრო სამოქალაქო ორგანიზაციები და დამოუკიდებელი მედიასაშუალებები.
რუსული კანონის ისევ დაინიციირებას უარყოფითად აფასებს საქართველოს ყველა საერთაშორისო პარტნიორი – , გაერო, ევროკავშირი, ცალკეული ევროპარლამენტარები, პარტნიორი ქვეყნების ლიდერები და ა.შ. კანონის მიღების საწინააღმდეგო მარში გაიმართა 9 აპრილს, რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტის შენობამდე.

ასევე დაგაინტერესებთ