მწერალთა სახლს სერბი მწერლები და მწერალთა ასოციაციის წევრები ესტუმრებიან

14 მაისს მწერალთა სახლს სერბი მწერლები და მწერალთა ასოციაციის წევრები ესტუმრებიან. ვიზიტის ფარგლებში გაფორმდება ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი სსიპ „მწერალთა სახლსა“ და სერბეთის მწერალთა ასოციაციას შორის საქართველოსა და სერბეთს შორის კულტურული ურთიერთობების გაღრმავების მიზნით ორმხრივი და გრძელვადიანი ურთიერთობების შესახებ, რომელიც, ძირითადად, ლიტერატურულ და საგანმანათლებლო საქმიანობასთან დაკავშირებულ ღონისძიებებს შეეხება.
დოკუმენტის გაფორმების გარდა, საქართველოში ვიზიტის ფარგლებში სერბი მწერლები ქართველ საზოგადოებას საკუთარ შემოქმედებას გააცნობენ.

ასევე დაგაინტერესებთ